კახა ჩხეტიანი საქართველოს ნაკრებს ორ ტორპედოელს ურჩევს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:

- საინტერესოა, თქვენი აზრით, ჩვენი მეკარის გარდა, არის თუ არა სხვა რომელიმე ფეხბურთელი მზად ნაკრების კანდიდატობისთვის და იმსახურებენ თუ არა ნაკრებისგან მეტ ყურადღებას? იგივე გიორგი ქიმაძე აშკარად გამორჩეულია. ასევე საინტერესოა, გაქვთ თუ არა სანაკრებო თემაზე კონსულტაციები ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებთან, თუნდაც გია გეგუჩაძესთან ან ფედერაციის წარმომადგენლებთან ?
- ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის ყურადღება მისაქცევია გიორგი ქიმაძესა და გუგა ფალავანდიშვილზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ნაკრების წარმომადგენლებს ეს
ბიჭები შეუმჩნეველი არ დარჩებათ.

სამომავლოდ კი არის რამდენიმე ფეხბურთელი, ვისაც შეეძლება ნაკრებში მოხვედრა. მთავარია, სტაბილურად თამაში გააგრძელონ.

კონსულტაციები მაქვს, კი - ისინიც გვირეკავენ, ჩვენც ვურეკავთ. გვეკითხებიან, ხომ არ გამოჩნდა ჩვენს გუნდში ფეხბურთელი, რომლის გამოძახებაც შეიძლება ასაკობრივ გუნდებში.

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - კახა ჩხეტიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
შანსი მაინც უნდა მიეცეთ, უფრო მოინდოებენ ახალგაზრდები არიან, მე ვაჟა ტაბატაძესაც გამოვყოფდი.
basko
15:50 17-11-2016
0
qomagi

ეგრე რო მიუდგე საკითხს 22 ფეხბურთელიდან 20 იქნება ნაკრებიდან გამოგდების ღირსი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული