თბილისის "დინამოს" აკადემიის ფეხბურთელები კიევის "დინამოს" შეკრებაზე წავლენ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" აკადემიის რამდენიმე ფეხბურთელი დეკემბერში კიევის "დინამოს" შეკრებაზე წავა. ამის შესახებ "ლოკომოტივთან" გამართული მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ განაცხადა.

"12-დან 22 დეკემბრის ჩათვლით, ბაზაზე რამდენიმე ჩვენი აკადემიის ფეხბურთელს დავაკვირდები. ასევე მსურს, ის ფეხბურთელები ვნახო, ვინც "დინამოს" საკუთრებაშია, მაგრამ ახლა იჯარის წესით სხვა გუნდში თამაშობს.

გარდა ამისა, კიევის "დინამოსთან" შეთანხმებას მივაღწიეთ - რამდენიმე აკადემიის ფეხბურთელი დეკემბერში მათ შეკრებაზე წავა. სახელ და გვარებს ჯერჯერობით არ დავასახელებ - მოვა დრო და ყველაფერს გეტყვით", - განაცხადა გროზნიმ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
დინამოს აკადემიასი ნაცნობ-მეგობრობა რომ არის ამას რად უნდა საუბარი..ფული კი უმტავრესი,,მაგრამ არიან ზოგიერტი კარგი ბავსვებიც,,
kaxa
21:34 19-11-2016
0
ბაჯო რსაც ამბობ მაგ სიტყვებზე პასუხისმგევბელი ხარ??? მე კი გეტყვი რომ მაგრად იტყუები
koba
19:09 19-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული