"12-დან 22 დეკემბრის ჩათვლით, ბაზაზე რამდენიმე ჩვენი აკადემიის ფეხბურთელს დავაკვირდები. ასევე მსურს, ის ფეხბურთელები ვნახო, ვინც "დინამოს" საკუთრებაშია, მაგრამ ახლა იჯარის წესით სხვა გუნდში თამაშობს.
გარდა ამისა, კიევის "დინამოსთან" შეთანხმებას მივაღწიეთ - რამდენიმე აკადემიის ფეხბურთელი დეკემბერში მათ შეკრებაზე წავა. სახელ და გვარებს ჯერჯერობით არ დავასახელებ - მოვა დრო და ყველაფერს გეტყვით", - განაცხადა გროზნიმ.