უმაღლესი ლიგა. XIII ტურის წინათქმა: "დილას" გოლი სწყურია

AutoSharing Option
18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-13 ტური "თეთრ ჯგუფში" გამართული სამი მატჩით გაიხსნა. "ჩიხურამ" სტუმრად ლანჩხუთში "გურიას" ორი უპასუხო გოლი გაუტანა, ქუთაისის "ტორპედომ" კი ასევე გასვლაზე "ცხინვალს" ანგარიშით 2:1 სძლია და ცხრილში მესამე პოზიციაზე აინაცვლა. დღის ბოლო შეხვედრაში თბილისურ დერბიში "დინამომ" "ლოკომოტივს" ანგარიშით 4-0 მოუგო.

- უმაღლესი ლიგა. XIII ტური: "დინამომ" თბილისური დერბი მოიგო [VIDEO]
- უმაღლესი ლიგა. XIII ტური: "ტორპედო" მესამე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

დღეს, 19 ნოემბერს ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართება - 14:00 სთ-ზე "წითელ
ჯგუფში" ლიდერი "სამტრედია" გორის "დილას" უმასპინძლებს. კიდევ ორი შეხვედრა კი ხვალ, 20 ნოემბერს ჩატარდება.

წითელი ჯგუფი
19.11. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 14:00
სამტრედია-დილა
პირველი წრე 2:1
დისკვალიფიკაცია: ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია) - ირაკლი მოდებაძე, გიგა სამხარაძე (ორივე - დილა)
ურთიერთშეხვედრები
30: +14 =2 -14, 41-40

ამ ჯგუფის გამორჩეულმა გუნდმა "სამტრედიამ" ფავორიტის სტატუსი გაამართლა და ფინიშამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა საჩემპიონო პლეი ოფში ასპარეზობა!

შეგახსენებთ, რომ გია ცეცაძის გუნდი ერთადერთია, ჩემპიონატში წაუგებლად რომ ასპარეზობს. თუმცა, ძალიან ძნელია იმის განსაზღვრა, შეძლებს თუ არა "სამტრედია" დარჩენილი ორივე მატჩის დაუმარცხებლად ჩატარებას: მით უფრო, რომ მეტოქეებს საკმარისზე მეტი მოტივაცია აქვთ ამ შეხვედრებში...

"დილა" სერიოზულ კრიზისშია: უჩა სოსიაშვილის გუნდს უკვე 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ასევე ოთხი მატჩია, გოლი არ გაუტანია. დღესდღეობით კი ისეთი სიტუაციაა, რომ "დილას" ძალიან გაუჭირდება გასავარდნი პლეი ოფისათვის თავის არიდება და ამისათვის, შესაძლოა, ორივე დარჩენილი მატჩის მოგებაც იყოს საკმარისი.

ამ შემთხვევაში "დილა" უკვე იმის იმედად უნდა იყოს, რომ "საბურთალომ" დარჩენილ ორ მატჩში სამ ქულაზე მეტი არ უნდა აიღოს...

20.11. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 14:00
სიონი-დინამო (ბთ)
პირველი წრე 0:0
დისკვალიფიკაცია: გიორგი ჯანელიძე (დილა)
ურთიერთშეხვედრები
41: +14 =11 -16, 38-47

"სიონი" ამ მატჩით დაასრულებს ჩემპიონატს და, ძალიან დიდი ალბათობით, დასარჩენი პლეი ოფისთვის დაიწყებს მზადებას. არმაზ ჯელაძისა და ლადო ბურდულის გუნდს თეორიული შანსი კი დარჩა, რომ "დამამშვიდებელ" მეოთხე ადგილზე დაასრულოს სეზონი, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ "დილამ" დარჩენილ ორ მატჩში სამ ქულაზე მეტი არ აიღოს, ხოლო "საბურთალომ"... ორივე წააგოს!

ამ გარდამავალ ჩემპიონატში უკვე არაერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, მაგრამ მაინც ნაკლებად გვჯერა, რომ მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდეს. თანაც, ჯერჯერობით არც ბათუმის "დინამოს" გაუნაღდებია ევროპალიგის პლეი-ოფის საგზური და აქედან გამომდინარე, კვირას, ვაკეში, საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს.

20.11. თბილისი. "მიხეილ მესხი". 17:00
საბურთალო-ზუგდიდი
პირველი წრე 0:1
დისკვალიფიკაცია: ელვინ ტერა (საბურთალო)
ურთიერთშეხვედრები
3: +2 =0 -1, 2-1

ტურის ბოლო მატჩსაც ექნება სატურნირო ინტრიგა: ბოლო ორ შეხვედრაში 4 ქულის მოპოვების შემდეგ "საბურთალომ" სახიფათო ზონას თავი კი დააღწია, მაგრამ გია ჭიაბრიშვილის გუნდმა გასავარდნ პლეი ოფში რომ არ ითამაშოს, კიდევ 4 ქულა უნდა მოიპოვოს!

ძალიან დიდია იმის შანსიც, რომ "საბურთალომ" სულაც... მეორე ან მესამე ადგილზე დაასრულოს გარდამავალი ჩემპიონატი და ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდს ევროპის საკლუბო ტურნირებზე მოხვედრის შანსიც გაუჩნდება. ოღონდ ამისთვის საჭიროა, რომ "საბურთალომ" ორივე დარჩენილი მატჩი მოიგოს, ამასთან, ბოლო ტურში დღესდღეობით მეორე ადგილზე მყოფმა "კოლხეთმაც" უნდა წააგოს გასვლითი მატჩი "დილასთან"!

"ზუგდიდზე" კი რაღა უნდა ვთქვათ: გუნდი ისეთ სიტუაციაშია, რომ შესაძლოა, ორივე დარჩენილი მატჩის მოგება არ იყოს საკმარისი უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად...

მოკლედ, "წითელ ჯგუფშიც" ბევრი რამ ერთმანეთზეა "გადაჯაჭვული" და ვნახოთ, რამდენად "გამარტივდება" სატურნირო სიტუაცია ბოლოსწინა ტურის შედეგების შემდეგ; ოღონდ ისიც საინტერესოა, თუ ასევე რამდენად (ან - როგორ) დაიცავენ "სამართლიანი თამაშის" პრინციპებს ყოვლად უმოტივაციო გუნდები.

არადა, ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი წნეხის ქვეშ იქნებიან იგივე "სამტრედიასა" და "ჩიხურას" მწვრთნელები თუ ხელმძღვანელები თავიანთთვის ყოვლად უინტერესო, მაგრამ სამაგიეროდ,  მეტოქეთათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მატჩების წინ...
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამტრედია-დილა 0 -2
ssssssssssssssss
16:00 19-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული