როგორ ხდება საქართველოში გარიგებული მატჩის ამოცნობა - სფფ-ის მოქმედების პრინციპი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარიგებული თამაშების გამო რამდენიმე კლუბი მკაცრად დასაჯა: ზოგიერთი ჩემპიონატიდან მოკვეთა, ზოგსაც ფულადი ჯარიმა დააკისრა. გარდა კლუბებისა, მკაცრად დაისაჯნენ ფეხბურთელები და მწვრთნელებიც, რომლებსაც ფეხბურთში მოღვაწეობა სამუდამოდ აეკრძალათ.

1 წლის განმავლობაში, სფფ-მ გათამაშებიდან მოხსნა ხონის "იმერეთი", ქედის "ბეთლემი" (+50 000-ლარიანი ჯარიმა) და "ჩხერიმელა" (+10 000-ლარიანი ჯარიმა). ფინანსურად დაჯარიმდნენ მარტვილის "მერანი" და "რუსთავი" - ორივე გუნდს 10 000-ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ და დააკლდათ 6-6 ქულა. სამუდამო დისკვალიფიკაცია კი ხონის "იმერეთის" მენეჯერმა სოსო ჩაკვეტაძემ, "ბეთლემის" ფეხბურთელებმა ლევან ბეთქაშევმა,
კარენ მაკარიანმა, თეიმურაზ ხარებავამ, არჩილ ბაჯელიძემ და მწვრთნელ-ასისტენტმა, რომან ქობულაძემ მიიღეს.

Sportall.ge შეეცადა გაერკვია, როდის ჩნდება ეჭვი კონკრეტულ თამაშზე, როგორ ხდება გარიგების ფაქტის ამოცნობა და როგორ განისაზღვრება სასჯელი. ინფორმაცია სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებიდან გამოვითხოვეთ.

როგორ ხდება გარიგებული მატჩის ამოცნობა
ამ მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფა ეხმარება. თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს, თბილისში ამაზე უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმაც განაცხადა.

"პირველ რიგში, საჭიროა ფეხბურთის უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფა და გარიგებულ თამაშებთან ბრძოლა", - თქვა მაშინ ჩეფერინმა.

შევიტყვეთ, რომ უეფას ჰყავს პარტნიორი ორგანიზაცია - ბრიტანული "სპორტ რადარი", რომელიც მას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშებს უგზავნის, სადაც დაფიქსირებულია, თუ რაზე გაკეთდა საეჭვო ფსონი, როდის გაკეთდა და რამდენად ლოგიკური იყო ეს იმ კონკრეტული მატჩისთვის, რის შემდეგაც უეფა ამ ინფორმაციას ფედერაციას უგზავნის.

ვინ, სად, როდის და რა თანხა დადო, ამის გარკვევა რთული არაა, თუმცა სფფ-ის კომპეტენციაში ეს არ შედის. ამას უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

მას შემდეგ, რაც ფედერაცია იღებს უეფასგან რაპორტს, ხდება დამატებითი მოკვლევის ჩატარება. ხშირია შემთხვევები, როცა ფედერაციას ისედაც აქვს ეჭვი კონკრეტულ თამაშზე და უეფას მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეჭვს უმყარებს.

თუმცა, გარიგებულ მატჩებთან საბრძოლველად, სფფ მხოლოდ უეფას რაპორტით არ ხელმძღვანელობს, რადგან თამაშზე მანიპულირება მხოლოდ ტოტალიზატორით არ ხდება.

მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ სფფ-მ ხობის "კოლხეთისა" და ქედის "ბეთლემის" მატჩის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.

- საქართველოს ჩემპიონატის სკანდალური მატჩის ვიდეოჩანაწერი [VIDEO]

სფფ-მ მიიჩნია, რომ მატჩში დაირღვა სპორტული სამართლიანობის პრინციპი. კერძოდ, საფეხბურთო კლუბ ქედის "ბეთლემის" ფეხბურთელების მხრიდან ადგილი ჰქონდა მატჩის შედეგსა და მიმდინარეობაზე მანიპულირებას, რაც გამოიხატება ავტოგოლით, ფეხბურთელთა მხრიდან ბრძოლისათვის თავის არიდებით, საკუთარ კართან საფრთხის შემცველი მომენტების შექმნით და მწვრთნელის მიერ უმოქმედობაში.

როგორც გავარკვიეთ, სფფ-მ უეფას ამ თამაშზე ინფორმაცია სთხოვა... სფფ დაინტერესდა, ხომ არ იყო ეს მატჩი მოხვედრილი თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემაში, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო. ვიდეოჩანაწერიდან გამომდინარე კი ჩანს, რომ თამაშზე მართლაც ხდებოდა მანიპულირება.

როგორ ხდება სასჯელის განსაზღვრა
გარიგებაში მონაწილეთათვის სასჯელს სადისციპლინო კომიტეტი განსაზღვრავს, რომელიც სადისციპლინო კოდექსით მოქმედებს, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კოდექსში არაა გაწერილი კონკრეტული სასჯელი. ასეთ შემთხვევაში კომიტეტი მსჯელობს და სასჯელის გამოტანა ინდივიდუალურად ხდება.

და კიდევ, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ მერამდენედაა შემჩნეული კონკრეტული გუნდი გარიგებაში. შესაძლოა, იმდენად რთული სიტუაცია იყოს, რომ გუნდი პირველივე ჯერზე მოიხსნას ჩემპიონატიდან...
მკითხველის კომენტარები / 12 /
თვითონ თქვენ აკეთებთ ჩაწყობილ თამაშებს და ამოცნობა როგორ გაგიჭირდებათ?
xxx
08 დეკემბერი 2016 10:19
0
მაგ პრობლემას მხოლოდ ართი რამ უშველის შეწყვიტონ ტოტალიზატორების სტუმრობა და თამაში ჩემნაირად მაგათი არც მოგებული მინდა და არც ნაჩუქარი თვეში ართელ ხელფასის სახით ვიღებ ხოლმე განსაღზღვრულ ტანხას და ეგ არის ჩემი მოგება
misha
26 ნოემბერი 2016 16:51
0
კარგით რა რა უნდა აღმოიფხვრას რა დისკვალიფიკაცია, ეს არასოდეს მოიშლება და თუ გგონიათ, რომ მხოლოდ დაბალ ლიგებში ხდება და არა ეროვნულის დონეზე ძალიან შემცდარხართ. ლიგაზეც ევროზე და მსოფლიოზეც რამდენიც გინდა იმდენია ეგეთი თამაშები. ნუ ცხოვრობთ ილუზიებში და ნუ ოცნებობთ, რომ ეს დამთავრდეაბა ოდესმე, უბრალოდ მოდუნდით და უშუალოდ თამაშიდან მიიღეთ სიამოვნება ნუ ეცდებით გამოიცნოთ ანგარიში და უგულშემატკივროთ ვინმეს, აზრი არ აქვს.
qar
22 ნოემბერი 2016 10:41
0
ეს ბეთლემი ხო საერთოდ რა დოზანაა,მაფიოზები არიან თუ რა ხდება
gulshematkivari
22 ნოემბერი 2016 10:21
0
სფფ მიაქციეთ ყურადღება მეორე ლიგას!
დავით
22 ნოემბერი 2016 10:04
0
მიუხედავად იმისა, რომ ქვედა ლიგებში ფსონების არ მიირება და უეფა რაპორტს ვერ აგზავნის, მაინც მრავლადააა გარიგებული თამაშები, უმრავლესობა გადაღებულია და ფედერაციის შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება უნდა მოახდინონ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას უსამართლობა.... ის კლუბები რომლებიც ღიად და დაუსჯელად აკეთებენ ამას შემდეგ სეზონში უკეტეს ლიგაში თამაშობენ და უეფას რაპორტიც არ დააყოვნებს :)
დავით
22 ნოემბერი 2016 10:01
0
ცნობისათვის ევროპაში ყველგან როდესაც გადამწყვეტი თამაშებია 20 წუთის დაგვიანებით არ იწყება.მეორეც ბოლო 15 წუთში 2-0 ზე სამი გოლი გაიტანა ბეთლემმა სალხინოსთან და შეგიძლიათ თამაშის ჩანაწერს უყუროთ და თქვენც იგივე ეჭვი გაგიჩნდებათ.მესამეც ერთხელ უკვე დაისაჯა ბეთლემი ანალოგიურზე შარშან
mikheili
22 ნოემბერი 2016 00:16
0
სევილიამაც ზუსტად ასე არ მოიგო? :))
Mikheili-s
21 ნოემბერი 2016 23:30
0
სად ნახე ლიახვის მწვრთნელის ეგ განცხადება?მწვრთნელმა თქვა სხვა მიზეზები,ხონი იმიტომ დაისაჯა და მოკვთეს ზედიზედ ორჯერ მოხვდა რაპორტში,ლიახვის პირველი იყო!პირველ ჯერზე ხონიც ისე დაისაჯა როგორც ლიახვი მინუს 6 და ჯარიმა
svani
21 ნოემბერი 2016 18:17
0
Mokled betlemma meramden unda itamashos garigebuli tamashi,ukuret salxino-betlemis tamashs jer erti 20 cutit dagvianebit daicko tamashi,2-0 agebda betlemi da 15 cutsbi 3 goli gaitana shegidzliat golebsac ukurot.nutu kobiashvilis kuramde ver mivida meramdene nayidi tamashi?
Mikheili
21 ნოემბერი 2016 17:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული