1 წლის განმავლობაში, სფფ-მ გათამაშებიდან მოხსნა ხონის "იმერეთი", ქედის "ბეთლემი" (+50 000-ლარიანი ჯარიმა) და "ჩხერიმელა" (+10 000-ლარიანი ჯარიმა). ფინანსურად დაჯარიმდნენ მარტვილის "მერანი" და "რუსთავი" - ორივე გუნდს 10 000-ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ და დააკლდათ 6-6 ქულა. სამუდამო დისკვალიფიკაცია კი ხონის "იმერეთის" მენეჯერმა სოსო ჩაკვეტაძემ, "ბეთლემის" ფეხბურთელებმა ლევან ბეთქაშევმა,
Sportall.ge შეეცადა გაერკვია, როდის ჩნდება ეჭვი კონკრეტულ თამაშზე, როგორ ხდება გარიგების ფაქტის ამოცნობა და როგორ განისაზღვრება სასჯელი. ინფორმაცია სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებიდან გამოვითხოვეთ.
როგორ ხდება გარიგებული მატჩის ამოცნობა
ამ მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფა ეხმარება. თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს, თბილისში ამაზე უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმაც განაცხადა."პირველ რიგში, საჭიროა ფეხბურთის უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფა და გარიგებულ თამაშებთან ბრძოლა", - თქვა მაშინ ჩეფერინმა.
შევიტყვეთ, რომ უეფას ჰყავს პარტნიორი ორგანიზაცია - ბრიტანული "სპორტ რადარი", რომელიც მას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშებს უგზავნის, სადაც დაფიქსირებულია, თუ რაზე გაკეთდა საეჭვო ფსონი, როდის გაკეთდა და რამდენად ლოგიკური იყო ეს იმ კონკრეტული მატჩისთვის, რის შემდეგაც უეფა ამ ინფორმაციას ფედერაციას უგზავნის.
ვინ, სად, როდის და რა თანხა დადო, ამის გარკვევა რთული არაა, თუმცა სფფ-ის კომპეტენციაში ეს არ შედის. ამას უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
მას შემდეგ, რაც ფედერაცია იღებს უეფასგან რაპორტს, ხდება დამატებითი მოკვლევის ჩატარება. ხშირია შემთხვევები, როცა ფედერაციას ისედაც აქვს ეჭვი კონკრეტულ თამაშზე და უეფას მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეჭვს უმყარებს.
თუმცა, გარიგებულ მატჩებთან საბრძოლველად, სფფ მხოლოდ უეფას რაპორტით არ ხელმძღვანელობს, რადგან თამაშზე მანიპულირება მხოლოდ ტოტალიზატორით არ ხდება.
მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ სფფ-მ ხობის "კოლხეთისა" და ქედის "ბეთლემის" მატჩის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.
- საქართველოს ჩემპიონატის სკანდალური მატჩის ვიდეოჩანაწერი [VIDEO]
სფფ-მ მიიჩნია, რომ მატჩში დაირღვა სპორტული სამართლიანობის პრინციპი. კერძოდ, საფეხბურთო კლუბ ქედის "ბეთლემის" ფეხბურთელების მხრიდან ადგილი ჰქონდა მატჩის შედეგსა და მიმდინარეობაზე მანიპულირებას, რაც გამოიხატება ავტოგოლით, ფეხბურთელთა მხრიდან ბრძოლისათვის თავის არიდებით, საკუთარ კართან საფრთხის შემცველი მომენტების შექმნით და მწვრთნელის მიერ უმოქმედობაში.
როგორც გავარკვიეთ, სფფ-მ უეფას ამ თამაშზე ინფორმაცია სთხოვა... სფფ დაინტერესდა, ხომ არ იყო ეს მატჩი მოხვედრილი თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემაში, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო. ვიდეოჩანაწერიდან გამომდინარე კი ჩანს, რომ თამაშზე მართლაც ხდებოდა მანიპულირება.
როგორ ხდება სასჯელის განსაზღვრა
გარიგებაში მონაწილეთათვის სასჯელს სადისციპლინო კომიტეტი განსაზღვრავს, რომელიც სადისციპლინო კოდექსით მოქმედებს, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კოდექსში არაა გაწერილი კონკრეტული სასჯელი. ასეთ შემთხვევაში კომიტეტი მსჯელობს და სასჯელის გამოტანა ინდივიდუალურად ხდება.და კიდევ, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ მერამდენედაა შემჩნეული კონკრეტული გუნდი გარიგებაში. შესაძლოა, იმდენად რთული სიტუაცია იყოს, რომ გუნდი პირველივე ჯერზე მოიხსნას ჩემპიონატიდან...