საამისოდ, "ცხინვალმა" ბოლო ტურში საჩხერის "ჩიხურა" უნდა დაამარცხოს, გუნდი, რომელმაც საჩემპიონო პლეი ოფში თამაში კი გაინაღდა, მაგრამ იოლად მაინც არაფერს თმობს და, აგერ, "ცხინვალის" უშუალო კონკურენტი "გურიაც" დასცა ბოლო ტურში...
"ცხინვალის" მწვრთნელმა თავისი გუნდის შანსებზე "ლელოსთან" კომენტარი გააკეთა:
"ჩვენთვის ეს არის გადამწყვეტი თამაში ყველანაირი გაგებით. რა თქმა უნდა, მიზანი მხოლოდ მოგებაა, თუმცა
"ჩიხურა"? კარგის მეტი რა შეიძლება ითქვას? ამ გუნდში "ცხინვალის" 5 ყოფილი ფეხბურთელი თამაშობს და ჩანს, რამხელა ძალას წარმოადგენენ ისინი. თან საჩემპიონო პლეი ოფიც ნაადრევად გაინაღდა და ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს.
ჩვენი ლოკალური მიზანია, ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში ბოლომდე კონცენტრირებულები ვიყოთ და არ დავუშვათ ის შეცდომები, რაც "ტორპედოსთან" მატჩში გვქონდა", - თქვა კაჭარავამ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"