გროზნის ცარიელი "დინამო არენა" არ მოსწონს - ფიფია ახალი სტადიონის აგებას იწყებს?

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, შესაძლოა, კლუბისთვის ახალი სტადიონი ააშენოს. ამის შესახებ Sportall.ge-სთან საუბრისას "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ განაცხადა.

გროზნის თქმით, მისი სურვილია, კლუბს 3-5-ათასიანი ტევადობის სტადიონი ჰქონდეს, სადაც "დინამო" ჩემპიონატის მატჩებსაც ჩაატარებს. უკრაინელი სპეციალისტი კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას უკვე ესაუბრა და არაა გამორიცხული, უახლოეს მომავალში თბილისელებს ახალი სტადიონი შეემატოთ.

"ერთი თვე სრულდება, რაც "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დამნიშნეს. რამდენიმეწლიანი გეგმა შევიმუშავეთ, სადაც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც შედის... ცუდი არ იქნებოდა, მანეჟი რომ გვქონდეს, სადაც ზამთარში ბავშვები ნებისმიერი ამინდის პირობებში შეძლებდნენ ვარჯიშს.

ჩემი სურვილია და ამაზე კლუბის ხელმძღვანელობასთანაც ვისაუბრე, რომ აშენდეს ახალი, 3-5 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი. ეს ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის. იქ ჩვენი 17 და 19-წლამდელთა გუნდები ითამაშებენ, ასევე, ვეტერანებიც.

ამის გარდა, ამ სტადიონზე ითამაშებდა ჩვენი მთავარი გუნდიც. ვიყოთ გულწრფელები - 55-ათასიან "დინამო არენაზე" არ მოდის გულშემატკივართა ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა. ასეთ დროს ამხელა, მაგრამ ცარიელ სტადიონზე თამაში გაუმართლებელია.

კი, გვაქვს ძალიან კარგი "დინამო არენა", მაგრამ არც პატარა სტადიონი გვაწყენდა. ახალი სტადიონი იმ რამდენიმეწლიანი გეგმის ნაწილია, რომელიც შევიმუშავეთ. ჩვენ წინ სტრატეგიულად ვიხედებით. არ იქნებოდა ცუდი, ყველა კლუბი ასე ფიქრობდეს", - გვითხრა გროზნიმ.
მკითხველის კომენტარები / 22 /
dasavlet sakartveloshi aashenet stadionebi, ik izrdebian talantebi, tkve fexburtis damgupvelebo.
kazi
06:16 25-11-2016
0
აცადეთ ამ კაცს აშენოს სანამ აშენებს, სახლში ხომ არ წაიღებს ამ სტადიონებს და ბაზებს?!
El Flaco
23:36 24-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული