ლევან სალუქვაძე: "დინამო" სტადიონის აგებას დიღომში, იმ ადგილზე აპირებს...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ Sportall.ge-სთან კლუბის მიერ ახალი სტადიონის აგების შესაძლებლობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

მანამდე ჩვენთან საუბარში "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ განაცხადა, რომ მისი სურვილია, კლუბს 3-5 ათასიანი ტევადობის სტადიონი ჰქონდეს, სადაც "დინამოს" პირველი გუნდიც ითამაშებს. გროზნის თქმით, ამის შესახებ ის კლუბის პრეზიდენტსაც ესაუბრა...

- გროზნის ცარიელი "დინამო არენა" არ მოსწონს - ფიფია ახალი სტადიონის აგებას იწყებს?

როგორც სალუქვაძემ გვითხრა, ახალი სტადიონის აგება კლუბის სამომავლო გეგმებში ნამდვილად შედის და ამ იდეის განხორციელება რომან ფიფიას დიღმის
მასივში, "დინამოს" ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის ბაზის გვერდით სურს, ანუ იქ, სადაც ახლა 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

- საფრთხე, რომელმაც საფეხბურთო სამყარო და ქალაქის მოსახლეობა უნდა გააერთიანოს

"საუბარი იმ ტერიტორიაზეა, სადაც 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით აქციებიც გაიმართა... ეს კორპუსი უნდა დაჰყურებდეს ბაზას და ამახინჯებდეს აქაურობას.

სწორედ ამიტომ, რომან ფიფიამ განაცხადა, რომ თუკი თბილისის მერია მშენებელ კომპანიას ალტერნატიულ ადგილს გამოუძებნის, კლუბი აღნიშნულ ტერიტორიას თავად შეისყიდის, ააშენებს მცირე ზომის სტადიონს, თავისი სკვერით.

ამ სტადიონზე "დინამოს" ახალგაზრდული გუნდები ითამაშებენ და ზოგჯერ, შესაძლოა, ამხანაგური მატჩები მთავარმა გუნდმაც ჩაატაროს. იმხელა "დინამო არენა" გვაქვს, ჩემპიონატის მატჩები გუნდმა სხვაგან რატომ უნდა ითამაშოს?

მერიასთან უკვე მიმდინარეობს საუბარი. როგორც ვიცი, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა აღნიშნული ტერიტორიის მფლობელმაც გამოთქვა", - განაცხადა სალუქვაძემ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
დიღმელებს გვინდა სტადიონი და არა მემილიონე კორპუსი , მიეცით უფლება ამ ხალხს ააშენონ სტადიონი !
ლევან
25 ნოემბერი 2016 00:19
0
იმედია გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული და კორპუსების ნაცვლად, სტადიონი აშენდება, წარმატებები დინამოს და მის პრეზიდენტს ყველა კარგ საქმეში.
მერაბ
24 ნოემბერი 2016 23:59
0
ვინც მოვსწრებივართ, კარგად გვახსოვს დინამოს თამაშებზე, სტადიონი გადავსებული რომ იყო ხოლმე და ხშირად უბილეთოდაც დავრჩენილვართ. აამაღლეთ სათამაშო კლასი და სტადიონიც შეივსება. თუ ასე გაგრძელდა, 5000 კი არა ათასი კაციც არ მოვა
ლიახვისპირელი
24 ნოემბერი 2016 22:56
0
რამდენი მილიონიც ახალი სტადიონის აშენებაზე დაიხარჯება, ეს თანხა გადაუხადეთ ფეხბურთელებს და ისე ითამაშებენ, რომ დინამო არენა გადაივსება გულშემატკივრებით და რადგან გროზნის დიდი სტადიონები არ მოსწონს, თბილისში თამაშების წინ უნდა აშენდეს სტადიონები გაყიდული ბილეთების მიხედვით 5 დან 10 ათასამდე, 10 ათასიდან 20 ათასამდე და ა.შ. გროზნი-პატარა სტადიონებზე დიდი ფეხბურთი არ ითამაშება!!!!!!!!!!
გიო
24 ნოემბერი 2016 21:55
0
აასჰენეტ სტადიონები ბატუმსჰი,ზუგდიდსჰი,სამტრედიასჰი,კუტაისჰი,ახალციხე,,ტელავი,გურჯაანი,გორი...რა გადააკვდიტ ტბილისს,
tbiliseli
24 ნოემბერი 2016 21:02
0
ჩართეთ ლოგიკა: დიდზე იმიტომ არ დადის ხალხი,რომ დიდი არ მოსწონთ?
თუ სანახაობაა დაბალი დონის და
უფასოდაც არავის აინტერესებს? რას
მიჰქარარავთ, ხომ არ გაუბერეთ საერთოდ. ზომიერების შენარჩუნება
ძალიან ძნელია ზოგჯერ. რა გინდათ
ფუტბოლში თუკი საერთოდ არ გესმით
რას ემსახურებით? N1 სპორტი დოტაციურად აქციეთ ამ გაღლეტილ
ქვეყანაში. გაქვთ მშვენიერი სტადიონი, რომელსაც ბევრი ევროპული გრანდიც კი ინატრებდა.
თუ არ იცით ეს სტადიონი როგორ
გაავსოთ გეტყვით: ეს ბიზნესი თქვენი
არაა და ის განავითარე სადაც ფული
იშოვნე. აქ კი უნდა მოვიდეს ისეთი
ხალხი ვისაც ამ საქმისნობით შეუძლია
ფულის შოვნა და სტადიონის გავსება.


ვეტერანი
24 ნოემბერი 2016 20:51
0
დასავლეთში ფოთთან ახლოს ააშენეთ, მინიმუმ 25-35 ათასიანიი.
kkk
24 ნოემბერი 2016 20:42
0
ბაზა დატოვეთ ნუთუ თბილისში სტადიონისთვის ადგილი არ მოიძებნება ამით კი ქალაქს შეემატება ძალიან საჭირო სუფთა საფეხბურთო სტადიონი რაც დღეს არ გაგვაჩნია მხოლოდ 5 ათასიანი სტადიონი რა უბედურებაა ააშენეთ 15-20 ათასიანი მაინც რომ საერთაშორისო მატჩების ჩატარებაც შევძლოთ სტადიონი უნდა იყოს მყუდრო კომფორტული და მისასვლელად მოხერხებული დინამოს სტადიონისგან განსხვავედით
gio
24 ნოემბერი 2016 20:14
0
ეს ნამდვილად კარგი საქმეს ჩაეყარა საფუძველი, ოღონდ ერთი საყურადღებო შენიშვნას თუ მიიღებთ, ძალიან კარგი იქნება. არაფრით არ ააშენოთ „7ან„8 ათასინი დასაჯდომი სკამის გარეშე, და ისიც უნდა იყოს სუფთა საფეხბურთო და მსოფლიო დონის სტადიონი,დაე ღმერთი იყოს ბატონო ფიფიავ თქვენს გვერდით და თქვენთვის მოებაძოს ბათუმელ მილიონერებს, ფოთელ მილიონერებს,ზუგდიდელ მილიონერებს,სამტრედიელ მილიონერებს, და ყველაზე მთავარი კი იქნება თუ ბატონი ფხაკაძეები როგორც ფირმა „ვისოლის „ პრეზიდენტები აღადგენენ ქუთაისში მათ მიერ დანგრეულ „„25„„ათასიან ლამაზ სტადიონს., ეს ულამაზო და უხარისხო მინდვრიანი სტადიონი ეხლა იტევს „8„ ათასს, და შეამცირეს „17„ ათასით,პასუხი კი არავის არ უგია,მაგრამ ხალხი გააჩერეს იმით რომ ტორპედოს სტადიონის წინ გააყიდვინეს სილა, ცემენტი, ბლოკი და ქარში ფეხბურთი კი არ ხალხი გარბის რომ არ დაიხრჩოს მტვერში.
ქართლოსი
24 ნოემბერი 2016 19:18
0
ეს არის ფულის უაზრო ხარჯვის ნათელი მაგალითი. ამ სტადიონის აგება რომ დაჯდება მაგ ფულით თავისუფლად შეიძლება ისეთი ფეხბურთელის (ან ფეხბურთელების) შეძენა, რომელიც სტადიონზე მიიყვანს ხალხს (ვგულისხმობ რომელიმე ცნობილ უცხოელ ფეხბურთელს). დინამოს ინფრასტრუქტურა არ საჭიროებს განახლებას ამ შემთხვევაში საჭიროა კარგი ფეხბურთელების ყიდვა ბატონო რომან და არა დვალიშვილისნაირების
გია
24 ნოემბერი 2016 19:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული