უმაღლესი ლიგის XIV ტურის წინათქმა: სცენარები დასკვნითი დღისთვის

AutoSharing Option
გარდამავალი ჩემპიონატის ბოლო ტურის დროც დადგა: 26 ნოემბერს, ორივე ჯგუფი საბოლოო სახეს მიიღებს.

თუმცა, საფეხბურთო სეზონი ამ შაბათს არ მთავრდება - 30 ნოემბრიდან პლეიოფები დაიწყება! თანაც, ჯერ მარტო უმაღლეს ლიგაში 11 ასეთი დაპირისპირება გველოდება და სწორედ ბოლო ტური დააწყვილებს კიდეც პლეი ოფში მონაწილე გუნდებს...

უმაღლესი ლიგა. XIV ტური
თეთრი ჯგუფი
26.11. თბილისი. დინამო არენა. 14:00
ჩიხურა-ცხინვალი
პირველი წრე 2:1
დისკვალიფიკაცია: დენის დობროვოლსკი, გიორგი რეხვიაშვილი (ორივე ჩიხურა) - გიორგი ცერცვაძე (ცხინვალი)
ურთიერთშეხვედრები
7: +4=1 -2, 12-11

26.11. თბილისი. მიხეილ მესხი. 14:00
ლოკომოტივი-შუქურა

პირველი წრე 1:0
დისკვალიფიკაცია: ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი)
ურთიერთშეხვედრები
3: +1 =1 -1, 2-2

26.11. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 14:00
ტორპედო-დინამო (თბ)
პირველი წრე 0:0
დისკვალიფიკაცია: ლადო დვალიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, რენე ფერეირა (ყველა დინამო)
ურთიერთშეხვედრები
62: +15 =16 -31, 60-107

შენიშვნა: გურია ისვენებს

წითელი ჯგუფი
26.11. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა. 14:00
ზუგდიდი-სამტრედია
პირველი წრე 1:0
დისკვალიფიკაცია: გიორგი დათუნაიშვილი (სამტრედია)
ურთიერთშეხვედრები
13: +5 =3 -5, 18-18

26.11. ქობულეთი. ჩელე არენა. 14:00
დინამო (ბთ)-საბურთალო
პირველი წრე 0:0
დისკვალიფიკაცია: დავით კვირკველია (დინამო, ბთ) - გაგი მარგველაშვილი (საბურთალო)
ურთიერთშეხვედრები
3: +2 =1 -0, 4-2

26.11. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 14:00
დილა-კოლხეთი
პირველი წრე 1:0
დისკვალიფიკაცია: ირაკლი მოდებაძე, თეიმურაზ ღონღაძე (ორივე დილა) - ომარ გოგონაია, დავით ბოლქვაძე, ვლადიმირ კორობკა (ყველა კოლხეთი)
ურთიერთშეხვედრები
47: +21 =7 -19, 48-54

შენიშვნა: სიონი ისვენებს

ყველაზე მთავარი წყვილი უკვე ცნობილია - გარდამავალი ჩემპიონატის ორი, უდავოდ საუკეთესო გუნდის, "ჩიხურასა" და "სამტრედიას" ორმატჩიან ბრძოლაში (3 და 11 დეკემბერს) საქართველოს ახალი ჩემპიონი გამოვლინდება. აი, დანარჩენი წყვილები კი ამ სქემით დალაგდებიან:

ევროპალიგის პლეი ოფი
30 ნოემბერი-4 დეკემბერი
წითელი III-თეთრი II (დინამო თბ)
თეთრი III-წითელი II

ამ მატჩებში გამარჯვებულები ნეიტრალურ მოედანზე ერთი მატჩით (10 დეკემბერი) გაარკვევენ ევროპალიგის საგზურის მფლობელს.

პლეი აუტი
1-6 დეკემბერი
წითელი VI (სიონი)-თეთრი V
თეთრი VI-წითელი V

ამ წყვილებში გამარჯვებულები უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ, ორი დამარცხებული - პირველ ლიგაში დაქვეითდება, ხოლო ჯგუფებში მე-7 ადგილებზე გასული გუნდები ყოველგვარი პლეი ოფის გარეშე ვარდებიან.

შეგახსენებთ, რომ ბოლოსწინა ტურში ეს მწარე ხვედრი "ზუგდიდმა" ("წითელი ჯგუფი") უკვე გაიზიარა.

* * *
"თეთრი ჯგუფიდან" პირდაპირი დაქვეითების საფრთხე ორ გუნდს აქვს - "ცხინვალს" და "გურიას". თანაც, ლანჩხუთელებისთვის გარდამავალი ჩემპიონატი უკვე დასრულებულია და "გურიას" გულშემატკივრებიც მხოლოდ იმის იმედად უნდა იყვნენ, რომ ბოლო ტურში, ნეიტრალურ მოედანზე, თავისთვის ყოვლად უმოტივაციო მატჩში (თანაც, საჩემპიონო პლეი ოფის წინ), "ჩიხურამ" ყველა შემთხვევაში მოუგოს "ცხინვალს"...

ბოლო ტური მართლაც დიდ ინტრიგას გვპირდება. 6 მატჩიდან მხოლოდ ერთადერთია ("ზუგდიდი"-სამტრედია") ისეთი, სადაც არც ერთ გუნდს არაფერი არ სჭირდება.

ახლა კი ყველა შესაძლო სცენარი განვიხილოთ.

აქ ერთი მომენტიცაა გასათვალისწინებელი - ბოლო ტურის დრამატურგია ისეთია, თანაბარი ქულების შემთხვევაში არც სადისციპლინო ქულებია დასათვლელი და არც წილისყრა იქნება ჩასატარებელი. ამაში თავად დარწმუნდებით, როცა ორივე ჯგუფის შესაძლო ვარიანტებს განვიხილავთ...

* * *
"თეთრ ჯგუფში" პირველი და მეორეადგილოსანიც გარკვეულია. მესამე ადგილის შანსი კი ორ გუნდს აქვს - "ტორპედოს" და "ლოკომოტივს". ბოლო ტურში მოგების შემთხვევაში საქართველოს თასის ახალი მფლობელი - "ტორპედო" მესამე ადგილს ინაღდებს. ქუთაისელებმა რომ წააგონ და "ლოკომოტივმა" ფრედ ითამაშოს, ამ შემთხვევაშიც "ტორპედო" რჩება მესამე ადგილზე, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო. ანუ, "ლოკომოტივი" მხოლოდ ორ შემთხვევაში დაიკავებს მესამე ადგილს - თუ მოიგებს თავის მატჩს, "ტორპედო" კი საკუთარ მოედანზე ვერ მოუგებს (ფრე ან წაგება) თბილისის "დინამოს"...

თუმცა, არსებობს იმის ალბათობაც, რომ ევროპალიგის პლეი ოფის ნაცვლად, "ლოკომოტივს" დასარჩენ პლეი აუტში მოუწიოს ასპარეზობამ: ქულები ხომ "შუქურასაც" სჭირდება?!

ერთადერთი, რაც გადაწყვეტილია, ის არის, რომ ქობულეთელები უმაღლესი ლიგიდან ავტომატურად არ გავარდებიან - რომც წააგონ ბოლო ტურში, მაინც "გურიაზე" წინ იქნება ცხრილში, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო.

თუმცა, "შუქურას" იმის შანსიც უჩნდება, რომ სამშვიდობოს აღმოჩნდეს - ანუ მე-4 ადგილი დაიკავოს, ხოლო საამისოდ, "ლოკომოტივს" 2-ბურთიანი სხვაობით უნდა მოუგოს, ან კიდევ 2:1, 3:2 და ასე შემდეგ. "შუქურას" ხელს არ აძლევს 1:0 - ასეთ შემთხვევაში, უპირატესობა "ლოკომოტივს" ექნება მოგებათა მეტი რაოდენობის გამო.

"გურიაზე" უკვე ვთქვით - "ცხინვალის" მოგების შემთხვევაში, ლანჩხუთელები პირველ ლიგაში დაქვეითდებიან. "ცხინვალს" კი მხოლოდ 3 ქულა სჭირდება, დასარჩენ პლეი აუტში რომ იასპარეზოს.

საინტერესო იქნება, გადავხედოთ დაინტერესებულ გუნდებს შორის გარდამავალ ჩემპიონატში ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებულ შედეგებს:

ურთიერთშეხვედრები
ტორპედო-ლოკომოტივი 0:0, 3:0
ლოკომოტივი-შუქურა 1:0, -
შუქურა-გურია 0:0, 3:1
გურია-ცხინვალი 0:0, 1:2
შუქურა-ცხინვალი 1:3, 0:0

* * *
"წითელ ჯგუფში" 3 ადგილი უკვე დაჯავშნილია: "სამტრედიას" (I), "სიონსა" (VI) და "ზუგდიდს" (VII) ძვრას ვერავინ უზამს. სამაგიეროდ, გასარკვევია, რომელი გუნდი იქნება პლეი აუტში "სიონის" მომავალი მეტოქე.

"თეთრ ჯგუფში" V ადგილზე გასვლის შანსი "ცხინვალს" და "შუქურას" აქვთ. თუმცა, ჯერ "წითელი ჯგუფის" საინტრიგო მატჩებს მივხედოთ. მაგალითად, ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის "საბურთალოსთან" მატჩში, II ადგილი რომ გაინაღდოს. ამ პოზიციას ორმაგი დატვირთვა ექნება: ევროპალიგის პლეი ოფში საპასუხო მატჩს შინ ჩაატარებს და თან თბილისის "დინამოსაც" ასცდება...

ანუ, ბათუმის "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფში იქნება მოგების ან ფრის შემთხვევაში.

ამ ვარიანტით, "კოლხეთი", შესაძლოა, წაგებითაც დარჩეს მესამე ადგილზე და ევროპალიგის პლეი ოფში მიიღოს მონაწილეობა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფოთელები ფრედ ითამაშებენ და "საბურთალო" შეძლებს სტუმრად ბათუმის "დინამოს" დამარცხებას, მესამე ადგილს თბილისური გუნდი დაიკავებს, რადგან ურთიერთშეხვედრებში "კოლხეთთან" უპირატესობა აქვს.

თუმცა, იმის ალბათობაც არის, რომ "საბურთალოს" მოგებაც არ ეყოს ევროპალიგის პლეი ოფში მოსახვედრად - თუ "კოლხეთმაც" მოიგო გასვლითი მატჩი გორში, მაშინ II-III ადგილებს შავიზღვისპირა ქალაქების გუნდები დაიკავებენ.

ახლა "დილაზეც" ვთქვათ. გორელებმა გასავარდნ პლეი აუტს თავი რომ დააღწიონ, საჭიროა "კოლხეთთან" საშინაო მატჩი მოიგონ და ამის პარალელურად, "საბურთალო" დამარცხდეს ბათუმის "დინამოსთან".

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ "დილამ" მოიგო და "საბურთალომ" ფრედ ითამაშა, ერთნაირი ქულები უგროვდებათ, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა კი თბილისურ გუნდს აქვს და სწორედ ის დაიკავებს "სანუკვარ" IV ადგილს.

ანალოგიურად "თეთრი ჯგუფისა", აქაც გადავხედოთ დაინტერესებულ გუნდებს შორის გარდამავალ ჩემპიონატში ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებულ შედეგებს:

ურთიერთშეხვედრები
დინამო (ბთ)-კოლხეთი 5:0, 0:1
კოლხეთი-საბურთალო 1:0, 1:6
საბურთალო-დილა 2:1, 0:0

თანაბარი ქულების შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება:
1. ურთიერთშეხვედრებში დაგროვილ ქულებს;
2 ურთიერთშეხვედრებში ბურთების სხვაობას;
3 ურთიერთშეხვედრებში სტუმრად გატანილი ბურთების რაოდენობას;
4 მოგებათა რაოდენობას;
5 სტუმრად მოგებათა რაოდენობას;
6 გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობას;
7 სტუმრად გატანილი ბურთების რაოდენობას;
8 ჩემპიონატში დაგროვილ ნაკლებ სადისციპლინო ქულას. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს ნაკლები გაძევებით;
9 წილისყრას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
გემუდარებით ბატონ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს,პარლამენტის თავჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს, სპორტის მინისტრსბატონ ხეჩიკაშვილს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და პარლამენტის დეპუტატ ბატონ კობიაშვილს, კომიტეტის თავჯდომარეს ბატონ ყაველაშვილს, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ბატონ ლერი ხაბელოვს, მიიღეთ კანონი რომ აშენდეს ლამაზი კოხტა „7 ან„8„ათასიანი სუფთა საფეხბურთო სტადიონები ზუგდიდში, საჩხერეში, გორში, ქობულეთში,მარნეულში,თელავში, ოზურგეთში, სამტრედიაში, რუსთავში,ხაშურში,რომელთაც ყველა ქალაქში მოქმედი ბიზნესმენებიც დაეხმარებიან,,..,.ბათუმში აუცილებლად უნდა სენდეს ულტრა თანამედროვე საფეხბურთო სტადიონი „40„ათასიანი დასაჯდომით, ქალაქ ფოთში უნდა აშენდეს ულტრა თანამედროვე საფეხბურთო„20„ან „25„ ათასიანი სტადიონი..,,ქალაქ ქუთაისში უნდა აშენდეს საფეხბურთო უმაღლესი დონის სტადიონი სანაკრებო „50„ორმოცდაათი ათასიანი დასაჯდომით,რომელიც მოემსახურება ბათუმისა და თბილისის პაიჭაძის მსგავსად ნაკრებებს..დაიწყეთ გრიგოლეთის ბაზის და სასტუმროს აღორძინება,დაიწყეთ შავიზღვისპირეთში სტადინების და ბაზების მშენევბლობა სასტუმროებთან ერთად, დაიწყეთ სვანეთში საზამთრო სტადიონების გაკეთება გუნდების მოსამზადებლად,ასევე სტეფანწმინდაშიააგეთ მოსამზადებელი ბაზები,ასევე მაიაკოვსკში,ბორჯომში,და ყველგან შესაძლებლობების მიხედვით....სულ მალე იქნება შედეგი და ქართველი ხალხიც დასაქმდება,ეს ყველაფერი „2„3 წელიწადში კოლოსარულ მოგებას მოუტანს ჩვენს სამშობლოს,და თან მთელი ევროპის გუნდები და ტურისტებიცს მოზღვავებას შეიძლება ვერც გავუძლოთ. ეს არის საშვილიშვილო საქმე.
მამლუქი
16:25 26-11-2016
0
მიდი ამზორ, შაუბერეეეეე
haha
13:51 26-11-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული