თემურ ფარცვანია: თბილისის "დინამოდან" ნამდვილად დამირეკეს, მაგრამ...

AutoSharing Option
დონეცკის "ოლიმპიკის" მარჯვენა მცველმა თემურ ფარცვანიამ Sportall.ge-სთან საუბარში თბილისის "დინამოს" მისდამი ინტერესი დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენ მიერ გუშინ, 24 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის "დინამო" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თემურ ფარცვანიას დამატებას ეცდება და რომ "დინამომ" მასთან მოლაპარაკებების წარმოება უკვე დაიწყო.

- თბილისის "დინამოს" საქართველოს ნაკრების კანდიდატის, თემურ ფარცვანიას შეძენა სურს

- გავიგეთ, თბილისის "დინამოდან" დაგირეკეს...

- კი, თბილისის "დინამოდან" ნამდვილად დამირეკეს. ჩემი ხილვა თბილისურ კლუბში მთავ
არ მწვრთნელ ვიაჩესლავ გროზნის სურს და სწორედ მისი დავალებით დამირეკეს, თუმცა რაიმე კონკრეტულზე საუბარი არ ყოფილა.

"ოლიმპიკთან" მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს, სეზონი მიმდინარეობს, წინ მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს და "დინამოს" ვარიანტზე ნაჩქარევად გადაწყვეტილების მიღება არ მსურს.

არაკორექტული იქნება ჩემი მხრიდან ახლა სხვა კლუბში გადასვლაზე საუბარი.

- ანუ ზამთარში "დინამოში" გადასვლას გამორიცხავ?

- ახლა არ ღირს ამაზე საუბარი. ვნახოთ, რა და როგორ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ მოგატყუონ,რა გინდა აქ? ჩარჩები როგორც ჭაობში და ვეღარც გახვალ მერე
რომა
15:37 25-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული