სფფ-ში უმაღლესი ლიგის ფინალური მატჩების წილისყრა გაიმართა

AutoSharing Option
28 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უმაღლესი ლიგის ფინალური მატჩების წილისყრა გაიმართა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს "წითელი" და "თეთრი" ჯგუფის ლიდერები, "სამტრედია" და საჩხერის "ჩიხურა" დაუპირისპირდებიან.

ფინალების პირველ შეხვედრას 3 დეკემბერს სამტრედია უმასპინძლებს და მატჩი 14:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი კი, 11 დეკემბერს, 13:30 საათზე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

დღესვე გაირკვა, რომ 10 დეკემბერს გასამართ ბრინჯაოს ფინალს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს და შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამტრედიაში მატჩს არნახულად ბევრი მაყურებელი დაესწრება,იმაზე მეტი ვიდრე ესწრება ტორპედოსთან ან დინამოსთან მატჩს.
მითუმეტეს რომ ეს არის "იმედის მატჩი" რადგან განმეორებითი თბილისშია და იქ ბევრი ვერ წავა, ხოლო საჩემპიონო ჰანდიკაპი კი სამტრედიიდან უნდა წაიღონ საკმაოდ ძლიერი.
თუმცა მე მგონი რომ მიუხედავად იმისა რომ უფრო ლოგიკურია სამტრედიის ცემპიონობა, მაინც ჩიხურას მხარეს გადაიხრება ან გადახრიან ფორტუნას, რადგან პოტენციალურად თუკი ჩიხურა ჩემპიონი გახდა, მას ჩემპიონთა ლიგისათვის მოსამზადებლად 10 ჯერ მეტ რესურსს მოუნახავენ საჭიროების შემთხვევაში, ვიდრე უფულო კერძო სტრუქტურის მიერ მართულ საბიუჯეტო ფულზე მჯდომ სამტრედიას.
Guadua
19:00 28-11-2016
0
ძალიან ცუდი რომ სამტრედიას პირველი სახლში აქვს თუმცა ჩემპიონის ბედი მაინც ალბათ სამტრედიაში გადაწყდება 11 კი სამტრედია არ დაიძინებს ტარიელ ჩაჩუას დაწყებული სქმე უნდა დაგვივრგვინდეს ბოლს და ბოლოს.
toma
19:21 28-11-2016
0

სიახლეები პოპულარული