თბილისის "დინამო" უკრაინელი მეკარე სერგეი ლიტოვჩენკოთი დაინტერესდა

AutoSharing Option
უკრაინული FOOTBALLNEWS.UA-ს ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" "ზუგდიდის" უკრაინელი მეკარის, სერგეი ლიტოვჩენკოს გადაბირება სურს.

მართალია, "ზუგდიდი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაგრამ უკრაინელმა კიპერმა, ვისაც სხვადასხვა დროს კიევის "არსენალში", "ვოლინსა" და "ოლიმპიკში" უთამაშია, მართლაც კარგად წარმოაჩინა თავი. უკრაინული მედიასაშუალება კონტრაქტის სავარაუდო ხანგრძლივობასაც ასახელებს - ერთი წელიწადიო.

გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და შევიტყვეთ, რომ ლიტოვჩენკო მართლაც საინტერესო ფეხბურთელია "დინამოსთვის", თუმცა კონტრაქტზე საუბარი ჯერ არ ყოფილა, მეტიც - ამ მომენტისთვის უკრაინელს თბილისური გრანდისგან ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.

საქმე ისაა, რომ ჯერ გასარკვევია, დარჩება თუ არა "დინამოში" ნუკრი რევიშვილი. თუ ასე მოხდა, მაშინ "დინამოს" უფრო მეორე მეკარე დასჭირდება, ვიდრე პირველი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ დინამოთი როგორ შეიძლება ევროპა ლიგაზე გაფიქრებაც კი...4საფეხბურთო არხი მაქვს და ხანდახან კოსტა-რიკის,ბოლივიის და თქვენ წარმოიდგინეთ პუეტრო რიკოს გუნდების თამაშს უყურებ. დინამოსავით არ თამაშობს არავინ...სრული სერიოზულობით ვიძახი დინამოს აშშ-ს ქალთა ნაკრების დამარცხება ჩემდა სამწუხაროდ გაუჭირდება..
კახა ქირია
18:57 01-12-2016
0
ამ დინამოთი როგორ შეიძლება ევროპა ლიგაზე გაფიქრებაც კი...4საფეხბურთო არხი მაქვს და ხანდახან კოსტა-რიკის,ბოლივიის და თქვენ წარმოიდგინეთ პუეტრო რიკოს გუნდების თამაშს უყურებ. დინამოსავით არ თამაშობს არავინ...სრული სერიოზულობით ვიძახი დინამოს აშს-ს ქალთა ნაკრების დამარცხება ჩემდა სამწუხაროდ გაუჭირდება..
კახა ქირია
18:25 01-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული