თბილისის "დინამო" უკრაინელი მეკარე სერგეი ლიტოვჩენკოთი დაინტერესდა

AutoSharing Option
უკრაინული FOOTBALLNEWS.UA-ს ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" "ზუგდიდის" უკრაინელი მეკარის, სერგეი ლიტოვჩენკოს გადაბირება სურს.

მართალია, "ზუგდიდი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაგრამ უკრაინელმა კიპერმა, ვისაც სხვადასხვა დროს კიევის "არსენალში", "ვოლინსა" და "ოლიმპიკში" უთამაშია, მართლაც კარგად წარმოაჩინა თავი. უკრაინული მედიასაშუალება კონტრაქტის სავარაუდო ხანგრძლივობასაც ასახელებს - ერთი წელიწადიო.

გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და შევიტყვეთ, რომ ლიტოვჩენკო მართლაც საინტერესო ფეხბურთელია "დინამოსთვის", თუმცა კონტრაქტზე საუბარი ჯერ არ ყოფილა, მეტიც - ამ მომენტისთვის უკრაინელს თბილისური გრანდისგან ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.

საქმე ისაა, რომ ჯერ გასარკვევია, დარჩება თუ არა "დინამოში" ნუკრი რევიშვილი. თუ ასე მოხდა, მაშინ "დინამოს" უფრო მეორე მეკარე დასჭირდება, ვიდრე პირველი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი მეკარეა.მაგრამ დინოსთან 10 წელი ვერ მივა კიდევ
ჩიხურა
16:03 01-12-2016
0
ჰამზიჩი ჯობია ჩემი აზრით
manutd13322
17:01 01-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული