უარი თბილისის "დინამოს" - ბუდუ ზივზივაძეს პოლონეთსა და უკრაინაში ეპატიჟებიან

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" 22 წლის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე, დიდი ალბათობით, უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს და ევროპაში გადაბარგდება.

როგორც Sportall.ge-მ შეიტყო, ზივზივაძის შეძენით, რომელსაც ამ წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტრანსფერი აზერბაიჯანულ "გაბალაში" ჩაეშალა, უკრაინული და პოლონური გუნდები არიან დაინტერესებულნი.

შევიტყვეთ ისიც, რომ ფორვარდის შეძენა თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელ ვიაჩესლავ გროზნისაც სურს, მაგრამ ფეხბურთელი თბილისურ კლუბში გადასვლას არ აპირებს.
ასევე დაგაინტერესებთ