ბუდუ ზივზივაძე: დიდი ალბათობით, თბილისის "დინამოს" უარს ვეტყვი და უცხოეთში წავალ

AutoSharing Option
საფებურთო კლუბ "სამტრედიას" 22 წლის ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ Sportall.ge-სთან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ის კლუბს დატოვებს.

ჩვენი ინფორმაციით, ზივზივაძეს, რომელიც 11 გოლით მიმდინარე გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, პოლონური და უკრაინული გუნდები იწვევენ. მისით ასევე დაინტერესებული ყოფილა თბილისის "დინამოც"...

- უარი თბილისის "დინამოს" - ბუდუ ზივზივაძეს პოლონეთსა და უკრაინაში ეპატიჟებიან

"კი, უკრაინული და პოლონური გუნდები ნამდვილად არიან ჩემით დაინტერესებულნი, მაგრამ კონკრეტული ჯერ არაფერია. თბილისის "დინამოსაც" სურს ჩემი გადაბარება, მაგრამ, სავარაუდოდ, უარს ვეტყვი.

ძალიან დიდი ალბათობით, "სამტრედიიდან"
წავალ და კარიერას უცხოეთში გავაგრძელებ", - გვითხრა ზივზივაძემ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი ფორვარდია და იმედია შრომას ისევ გააგრძელებს.კლუბი კი სწორად უნდა შეარჩიოს რომ მერე კარიერა არ აერიოს.
bebeto
17:48 02-12-2016
0
გადარიეს ბავშვი რა,ტვინი აერია უკვე ამდენი ქება-ჭორებით.
თუმცა დინამოს ადგილი პირველ ლიგაშია და არა უმაღლესში.
Guadua
16:42 02-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული