
86-ე წუთზე "სიონის" გულშემატკივრებმა "შუქურას" ფორვარდს, კობა შალამბერიძეს გინება დაუწყეს, რაც ვერ მოითმინა, ემოციებს აჰყვა და გულშემატკივრებისკენ გაიწია. ამის გამო არბიტრმა შალამბერიძე მოედნიდან გააძევა. თამაში ორიოდე წუთით შეწყდა და ამ დროს ერთ-ერთმა დამხმარე მსაჯმა არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას სათადარიგოთა სკამზე მჯდომ ზურაბ მალანიას არასპორტულ საქციელზეც მიუთითა და მასაც წითელი აუფრიალეს.
შეგახსენებთ, რომ მატჩი "სიონის" გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა.
- სიონი-შუქურა 4:3 - შვიდგოლიანი თრილერი [VIDEO]