ბოლნისის "სიონისა" და ქობულეთის "შუქურას" შორის უმაღლესი ლიგის პლე აუტის პირველ მატჩში უსიამოვნო ფაქტი მოხდა.
86-ე წუთზე "სიონის" გულშემატკივრებმა "შუქურას" ფორვარდს, კობა შალამბერიძეს გინება დაუწყეს, რაც ვერ მოითმინა, ემოციებს აჰყვა და გულშემატკივრებისკენ გაიწია. ამის გამო არბიტრმა შალამბერიძე მოედნიდან გააძევა. თამაში ორიოდე წუთით შეწყდა და ამ დროს ერთ-ერთმა დამხმარე მსაჯმა არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას სათადარიგოთა სკამზე მჯდომ ზურაბ მალანიას არასპორტულ საქციელზეც მიუთითა და მასაც წითელი აუფრიალეს.
შეგახსენებთ, რომ მატჩი "სიონის" გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა.
- სიონი-შუქურა 4:3 - შვიდგოლიანი თრილერი [VIDEO]
12:38 02-12-2016
ინციდენტი სიონი-შუქურას მატჩში: ფანებმა შალამბერიძეს შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
თქვენ ხართ ვაი გულშემატკივრები, უკულტუროები და ველურები.
რაც არ უნდა მიუღებელი გუნდიდან იყოს, დაუშვებელია ფეხბურთელის გინება, თან ამ ფორმით, როცა მთელი სტადიონი ერთ ხმაში აგინებს..
სამარცხვინო უკულტუროებოო..