ზივზივაძე მკითხველთა კითხვებს უპასუხებს, მათგან საუკეთესოს ავტორს კი თავად შეარჩევს და თავისი საკლუბო მაისურით დაასაჩუქრებს. კითხვების მიღება 5 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. 22 წლის ფორვარდი მკითხველთა კითხვებს, სავარაუდოდ, 7 დეკემბერს უპასუხებს.
გაითვალისწინეთ: კითხვის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (ვინაობა, ტელეფონი ან ელ.ფოსტა), რათა გამარჯვების შემთხვევაში, რედაქციამ შეძლოს თქვენთან დაკავშირება. კითხვის დასმა აქ შეგიძლიათ - დაუსვი კითხვა ბუდუ ზივზივაძეს.