"დინამო არენაზე" თბილისის "დინამომ" "საბურთალოს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი გიორგი ზარიამ 25-ე წუთზე გაიტანა.
შესაბამისად ორმატჩიან დუელში გამარჯვებული "დინამო" გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.
თბილისის "დინამოს" მეტოქე მცირე ფინალში ბათუმის "დინამო" იქნება. მატჩი 10 დეკემბერს გორში გაიმართება.
- უმაღლესი ლიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი: ბათუმის "დინამომ" "ტორპედო" ჩამოიშორა
ფოტო: fcdinamo.ge