სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს ხობის "კოლხეთის" თავდამსხმელის, ირაკლი ქობალიას ინციდენტი იწვევდა.
2 დეკემბერს, პირველი ლიგის პლეი აუტის საპასუხო მატჩში, რომელშიც წალენჯიხის "სქური" ხობის "კოლხეთს" მასპინძლობდა, სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არბიტრ გიორგი დოგრაშვილს, მერე კი წითელი ბარათის ჩვენება ფიზიკური შეურაცხყოფით გააპროტესტა. მსაჯი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მატჩი კი ჩაიშალა. სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა მეორე დღეს გამართულ საგანგებო სხდომაზე ხობის "კოლხეთი" 5000 ლარით
მსაჯზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა დაფიქსირდა მეორე ლიგის გადამწყვეტ მატჩშიც: თბილისის "შევარდენისა" და სოხუმის "ცხუმის" შეხვედრაში სტუმართა გუნდის ორმა ფეხბურთელმა არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, დავით იაშვილს და გიორგი ხარებაშვილს აეკრძალათ თამაში 1 წლით. "ცხუმის" კიდევ ორ ფეხბურთელს, დავით ქიმერიძეს და დავით კირვალიძეს კი 3-3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 150-150-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.
უმაღლესი ლიგის პლეი აუტის პირველ მატჩში, ბოლნისის "სიონისა" და ქობულეთის "შუქურას" დაპირისპირებაში მომხდარ დარღვევებზე სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებები ასეთია: ქობულეთური გუნდის ფეხბურთელები, კობა შალამბერიძე და ზურაბ მალანია გაძევებების გამო დაისაჯნენ 2-2 მატჩით და 400-400 ლარით. "შუქურას" ხელმძღვანელი რევაზ ჩელებაძე მსაჯებისა და ფეხბურთელების მიმართ გამოხატული მიუღებელი ლექსიკისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დაჯარიმდა 3000 ლარით და მიეცა ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია. ამ პერიოდში დაფიქსირებული განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჩელებაძეს ექვსი თვით აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა. ბოლნისის "სიონის" გულშემატკივრების მიერ მსაჯებისა და ფეხბურთელების მიმართ არაერთხელ გამოხატული შეურაცხმყოფელი სკანდირების გამო კლუბი დაჯარიმდა 10 000 ლარით და სტადიონის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით.
ასევე, უმაღლეს ლიგაში, გორის "დილას" და ფოთის "კოლხეთის" მატჩში ერთმანეთის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის გააძევეს "დილას" კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე და ფოთელთა მცველი რასიმ რამალდანოვი. ვინაიდან კვახაძისთვის ეს არ იყო პირველი შემთხვევა, სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა მას 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 2000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. ასევე, კვახაძეს მიეცა ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია. 2 მატჩით და 400 ლარით დაისაჯა რასიმ რამალდანოვი.
მარტვილის "მერანთან", ბათუმის "დინამოსთან" და თბილისის "დინამოსთან" გამართული ზედიზედ სამი მატჩის დროს გულშემატკივართა მხრიდან გამოყენებული პიროტექნიკის გამო, ასევე, ზესტაფონში გამართული საქართველოს თასის ფინალისას ასაფეთქებელი პიროტექნიკით დაზიანებული მინდვრის საფარისა და დამტვრეული სკამების გამო ქუთაისის "ტორპედო" დაისაჯა 5500 ლარით.
ქუთაისურ მატჩში პიროტექნიკის ანთებისა და სარბენ ბილიკზე გადაყრის გამო დაისაჯა თბილისის "დინამოც". თბილისური კლუბი 2000 ლარით დაჯარიმდა.
პირველი ლიგის მატჩში, "ჭიათურასა" და თერჯოლის "საპოვნელას" შეხვედრაში ერთმანეთთან კამათისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობის გამო გაძევებული ჭიათურელი ზაზა ნადირაძე და თერჯოლელი დათო საჯაია კი 3-3 მატჩს გამოტოვებენ და 250-250 ლარს გადაიხდიან.
gff.ge
წესიერ და ნამდვილ ფეხბურთის მოყვარულ ქომაგებს სახელს და საქმეს უფუჭებენ ეს არამზადა ერთეულები.