ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" წარმომადგენლებმა 10 დეკემბერს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გასამართი მატჩის სტუმარ-მასპინძელი გაარკვიეს. გადაწყდა, რომ მცირე ფინალში ფორმალური მასპინძელი ბათუმური კლუბი იქნება.
გუნდებმა უკვე შეათანხმეს სათამაშო ფორმების ფერებიც: ბათუმელები ლურჯი ფორმით ითამაშებენ, თბილისელები კი - თეთრით.
შეხვედრა 10 დეკემბერს, 13 საათზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.
gff.ge