ჩვენი ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ თბილისის "დინამოში" გააგრძელებს კარიერას საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი, 22 წლის ბაქარ ქარდავა.
ბოლო წლების განმავლობაში ის "ცხინვალის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. ამ გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა დატოვა და ქარდავამაც გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა.
ნათლად ჩანს, რომ "დინამო" ყურადღებას აქცევს ნიჭიერ, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს და ეს უკვე მისასალმებელია.
ქარდავას საფეხბურთო კარიერა "სასკოში" დაიწყო. ამის შემდეგ ის "გაგრაში" თამაშობდა, მერე კი "ცხინვალს" მიაშურა, სადაც გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
12:27 08-12-2016
სავარაუდო ტრანსფერი: თბილისის "დინამო" ბაქარ ქარდავას დამატებას აპირებს
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
სირცხვილია მართლა ანონიმო რომ სისულელეს წერ
სამტრედიის 8 ახალგაზრდა ფეხბურთელი მიგდებულ,მიტოვებული და მივიწყებული იყვნენ, პრაქტიკულად ჩამოწერილები, იგივე არაბული,ზივზივაძე,ჯიქია,რაჟამაშვილი,მჭედლიშვილი და სხვები, ჰოდა დღეს ნახე რა კლუბია. და ეს სულ არასრულ 1,5 წელიწადში.
ასე რომ, უსახელო კი არა უპატრონო და უმწვრთნელო არიან საქართველოში მრავალი პერსპექტიული ბიჭები..
სირცხვილია რაა--- შენ კი სამარცხვინო ხარ ასეთ კომნტარებს რომ წერ.