ბრინჯაოს მცირე ფინალი გორის ნაცვლად თბილისში, "მიხეილ მესხზე" გაიმართება

AutoSharing Option
10 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს ფინალი გაიმართება. შეხვედრა ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" შორის გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბოლო დღეების დიდთოვლობამ გეგმები შეცვალა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, საშეჯიბრო განყოფილების წევრებთან ერთად, 8 დეკემბერს პირადად მოინახულა გორის სტადიონი და მოსალოდნელი დღეების ამინდის პროგნოზისა და მოედნის მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ გორი ბრინჯაოს მცირე ფინალს ვეღარ უმასპინძლებს.

სამწუხაროდ, ანალოგიური მდგომარეობაა სარეზერვოდ შერჩეულ ზესტაფონის მოედანზეც, რომლის საფარიც 15-20 სმ თოვლითაა დაფარული. დავით აბაშიძის სახელობის
სტადიონის ხელმძღვანელობასთან გამართული განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ვერც ზესტაფონი შეძლებს შეხვედრის მასპინძლობას.

ამის გათვალისწინებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კონსულტაციები გაიარა მცირე ფინალის მონაწილე ორივე კლუბის ხელმძღვანელობასთან და საერთო შეთანხმებით, გადაწყდა, რომ 10 დეკემბრის მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი 8 დეკემბრის მდგომარეობით
Sportall.Ge

ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი 8 დეკემბრის მდგომარეობით
Sportall.Ge

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
და თქვენ თვლით რომ მიხეილ მესხის სტადიონი ნეიტრალურია?სირცხვილია ,კობიაშვილის მჯერა მაგრამ ასეთი საქციელები დაგღუპავთ...სახლში ათამაშებთ თბილისის დინამოს,ქობულეთი არიქნებოდა ნეიტრალური?მაინც მოიგებს ბათუმი იმიტო რო არასწორად იცევიტ ...
beqa_koshka
14:39 09-12-2016
0
იქნებ ტორპედოს სტადიონზე შეიძლებოდა თამაში, მესხი აბა რაის ნეიტრალური გამოდის.
giga
14:47 09-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული