რატომ ამჯობინა "ჩიხურამ" "სამტრედიასთან" მატჩის "დინამო არენაზე" გამართვა

AutoSharing Option
11 დეკემბერს, საჩემპიონო პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა გაიმართება. "ჩიხურა" "დინამო არენაზე" "სამტრედიას" უმასპინძლებს და პირველ შეხვედრაში 0:2 წაგებისთვის რევანშის აღებას შეეცდება... წინასწარ იყო ცნობილი, რომ საჩხერელები ფინალის საპასუხო მატჩს საკუთარ არენაზე ვერ უმასპინძლებენ, რადგან ფეხბურთის ფედერაციამ ივანწმინდაში თამაში ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს აუკრძალა - მიზეზი მოედნის საფარის ცუდი მდგომარეობა იყო.

ნოემბერში საჩხერელთა დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ამბობდა, რომ "ჩიხურამ" თბილისში საშინაო არენად "მიხეილ მესხი" შეარჩია.

- ...ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება - სად ჩაატარებს საჩემპიონო ფინალის მატჩს "ჩიხურა"

ახლა კი ცნობილი გახდა,
რომ თამაში ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ჩატარდება.

რატომ შეცვალეს გადაწყვეტილება? ამის გასარკვევად საჩხერელთა დირექტორს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით.

"რაგბის ნაკრების თამაშების შემდეგ მოედნის საფარი ვნახეთ. მას შემდეგ "მიხეილ მესხზე" კიდევ რამდენიმე საფეხბურთო მატჩი ჩატარდა და მინდორი საკმაოდ შეილახა, ხოლო მის მოწესრიგებას გარკვეული დრო სჭირდებოდა. ჩვენ კი თამაში კარგ საფარზე გვსურს.

ამას გარდა, ბიჭები დიდ მოედანზე თამაშს ითხოვდნენ და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მატჩის "დინამო არენაზე" დანიშვნა ვამჯობინეთ.

რაც მთავარია, დიდი მადლობა თბილისელთა პრეზიდენტ რომან ფიფიას - მან ჩვენი პრობლემები გულთან ახლოს მიიტანა და ყველანაირად გვერდში დაგვიდგა", - ამბობს შუკაკიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
martalia es kaci, mesxze xalxi ver daeteoda da dinamo ar jobia?
0
მშვენიერი აზრია ბტონო ბერიკა.
მხარს გიჭერთ
საქართველოს მთავარ სტადიონზე უნდა გამოვლინდეს ჩემპიონი რომ სამტრედიაა და ამ მთავარ სტადიონზე ჩიხურამ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად იზეიმოს საქართველოს ვიცე ჩემპიონობა.
ამ მატჩს სავსე სტადიონიც დაამშვენებდა...
Jango
16:43 09-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული