16:54 10-12-2016
თეიმურაზ შონიამ თბილისის "დინამო" ევროტურნირებს მიღმა დატოვა [VIDEO]
AutoSharing Option
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი თეიმურაზ შონიამ მე-16 წუთზე გაიტანა და ვიაჩესლავ გროზნის გუნდი ევროტურნირს მიღმა დატოვა. ასეთი რამ კი საქართველოს ჩემპიონატების 26-წლიან ისტორიაში მეორედ მოხდა - პირველად თბილისის "დინამომ" პირველ სამეულში ადგილი 2012 წელს ვერ მოიპოვა.
რაც შეეხება გამარჯვებულ ბათუმის "დინამოს", აჭარული გუნდი ისტორიაში ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი მეორედ გახდა. პირველად ეს 1997 წელს შეძლო, საუკეთესო შედეგი კი 1998 და 2015 წლებში ჰქონდა, როდესაც ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხომერიკის გაწვრთნილმა გუნდმა გარდამავალი ჩემპიონატის "წითელ ჯგუფში" გამოსვლა მეორე ადგილზე დაასრულა.
საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის მთავარი მატჩი კი 11 დეკემბერს, თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც საჩემპიონო პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და "სამტრედია" დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი სამტრედიელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.
ბრინჯაოს მცირე ფინალი
10.12. თბილისი, "მიხეილ მესხი"
დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 1:0
გოლი: 1:0 შონია (16).
დინამო (ბთ): ტიმოფეევი, ტვილდიანი (90’ ვარშანიძე), გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, შონია, ფონიავა, ქავთარაძე (56’ გორელიშვილი), გეგეჭკორი (86’ თევდორაძე), ლობჯანიძე
მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
დინამო (თბ): რევიშვილი, ლოჩოშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, მიქელთაძე, ზარია, თევზაძე (57’ ნინუა), ჯიღაური (46’ ჩაკვეტაძე), ხუბუტია, ჭელიძე (46’ კობოური)
მთ. მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი
გაფრთხილება: 67’ ტვილდიანი (დინამო ბათუმი), 73’ ცინცაძე, 78’ ჩაკვეტაძე (ორივე დინამო თბილისი), 90’ თევდორაძე (დინამო ბათუმი).
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. თოდრია, ბ. ჭიჭინაძე, ჯ. ხორავა, გ. კიკაჩეიშვილი, ი. კვირიკაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 60 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
საინტერესოა როდემდე უნდა ვუყუროთ ესეთ მდგომარეობაში მყოფ თბილისის დინამოს. ეს კლუბი ყველას გვეკუთნის,მთელ საქართველოს.არავის არ აქვს იმის უფლება,ესე უპასუხისგებლოდ მართოს დინამო.თითქოს ამ კლუბის სახელსაა ამოფარებული მისი მართველი და ყოველთვის სხვაში ეძებს დამნაშავეს.
0
0
დინამოს კი ეკუთვნის არაბული და ვოლკოვი,მაგრამ როცა ფორვარდი არ გყავს,ქვილითაიასაც უშვებ,შედეგი არ გაქვს ცოტა წინ უნდა გაიხედო...სატრანსფერო პოლიტიკის კუთხით,ზივზივაძეს რომ გაუშვებ და კურიეს ჩამოიყვან ესეიგი გიჭირს მაგრად,არ გაქვს ალღო და მორჩა.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული