სოსო ფრუიძე: 4 ტაიმიდან 1 დავთმეთ და ეს მეტოქეს ეყო

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ დღეს, 11 დეკემბერს, "სამტრედიასთან" საჩემპიონო პლეი ოფის საპასუხო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- "სამტრედია" საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონია

"პირველმა ტაიმმა, რომელიც სამტრედიაში ჩავაგდეთ, საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. სწორედ იმ 45 წუთში გავუსვით 2 გოლი.

"სამტრედიას" განსაკუთრებული უპირატესობა არც დღეს ჰქონია, თუმცა 4 ტაიმიდან ერთი დავთმეთ და მეტოქისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა.

გიორგი რეხვიაშვილის გარდა, ყველა ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. გვსურს რამდენიმე ფეხბურთელის დამატება და ვნახოთ", - გჰანაცხადა ფრუიძემ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარი კაცი ხარ სოსო, იმედი მაქვს რომ 2017 ში ჩიხურა უფრო ძლიერი იქნება და ევროპალიგის ჯგუფურზეც გავა!
საჩხერხლებს ვულოცავ ვიცე-ჩემპიონობას.
Jango
19:54 11-12-2016
0
სოსო მაგარი ხარ მიაწექი
bashuki
19:55 11-12-2016
0

სიახლეები პოპულარული