ნუკრი რევიშვილმა თბილისის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილმა თბილისის "დინამო" უკვე დატოვა და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს. 29 წლის გოლკიპერმა ამის შესახებ გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ რევიშვილი "დინამოში" ოქტომბერში ჩაირიცხა და მისი ფორმა 7 მატჩში მოიგო, თუმცა გუნდს ევროსაგზურის მოპოვებაში ვერ დაეხმარა. მეკარის თქმით, თბილისურ კლუბთან განშორების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო.

სად გააგრძელებს საქართველოს ნაკრების მეკარე კარიერას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, რევიშვილის თქმით, მას საკმაოდ საინტერესო წინადადება აქვს ერთ-ერთი ევროპული კლუბიდან.

"დინამოდან" უკვე წამოვედი. შემოთავაზება იყო, მაგრამ ვერ დავრჩები.
გუნდი ევროთასებზე ვერ გავიდა, რაზეც ძალიან დამწყდა გული, რადგან ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. ამავე დროს, "დინამოში" ახალგაზრდული გუნდის ჩამოყალიბება სურთ...

ევროპიდან საკმაოდ კარგი შეთავაზება მაქვს, მაგრამ რომელი კლუბისგან, ჯერ ამის გახმაურება არ მსურს", - ამბობს რევიშვილი.

ნუკრი რევიშვილის სრულ ინტერვიუს გაზეთ "ლელოში" Sportall.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ


მკითხველის კომენტარები / 15 /
Ricardo xavier
Romeli akademia??? Kairatis asakobrovi ro samarcxvino dgeshi agdebs, magatgan elodebi rames?
Gio T
02:17 15-12-2016
0
ნუკრი წარმატებები!

რამდენი ბოღმიანი კომენტარი დაწერილა )))
kote
01:59 15-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული