მაგრამ სეზონი დასრულდა და გელა სანაიას გაწვრთნილმა კოლხებმა 10-გუნდიან ჩემპიონატში თამაშის უფლება ისე მოიპოვეს, პლეი აუტსაც აირიდეს თავი და მეტიც - ბრინჯაოს პლეი-ოფში მოსახვედრად მხოლოდ ერთი ქულა დააკლდათ. ცხადია, ეს გუნდის რესურსების სწორად განკარგვისა და მწვრთნელის მუშაობის შედეგი იყო.
"ლელო" გუნდის მთავარ მწვრთნელს გელა სანაიას განვლილ სეზონზე, პრობლემებზე, შესაძლო ცვლილებებსა და სხვა სიახლეეებზე ელაპარაკა...
- გარდამავალ ჩემპიონატში "კოლხეთს" იოლ ბედს არავინ
- აბსოლუტურად გეთანხმებით: სეზონის დაწყებამდე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენი სასტარტო პირობებითა და შემადგენლობით ათეულში მოხვდებოდით, თანაც პლეიაუტების გარეშე. საბედნიეროდ, რთული სეზონი ღირსეულად ჩავატარეთ.
ეს საკუთარ თავზე გადახტომის ტოლფასი იყო. საკუთარი ბაზისა და სტადიონის არქონის გამო, სულ გაურკვევლობაში ვიყავით და არ ვიცოდით, ფოთში ვითამაშებდით თუ სხვა ქალაქში. მადლობა რაგბის კავშირს, რომელიც გვერდში დაგვიდგა და თამაშების უმრავლესობა ფოთის "პარკი არენაზე" ჩაგვატარებინა. საკუთარ ქალაქში ჩატარებული თამაშები გუნდისთვის მაინც სხვაგვარი სიხარული და სტიმულია.
მეორე დიდი პრობლემა სპონსორის არარსებობა იყო. ამის გამო, იმ კლუბებთან, რომელთაც ბიზნესჯგუფები ეხმარებიან, სასტარტო პოზიციაზე ერთი ნაბიჯით უკან ვიყავით.
- ...მაგრამ მსგავს ვითარებაშიც მოძებნეთ ის პლუსი, რომელმაც ეს მინუსები დააბალანსა...
- ეს იყო გუნდში არსებული ერთსულოვნება: ხელმძღვანელობა, კლუბის პერსონალი, სამწვრთნელო შტაბი და თავად მოთამაშეები ერთი ოჯახივით ვიყავით.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში პირველად, ფოთის "კოლხეთში" სტაბილურად გაიცემოდა ხელფასები, რაც ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდის დამსახურებაა. ამან გუნდში სტაბილურობა შექმნა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.
- პირადად თქვენ გუნდის ამუშავება და დარწმუნება როგორ მოახერხეთ?
- მიმაჩნია, რომ კარგი კონტიგენტი შევკრიბეთ, მოტივირებული და პროფესიონალი მოთამაშეები გვყავდნენ და ამის ხარჯზეც დავრჩით. უდავოდ გაამართლეს ლეგიონერებმაც - კორობკამ, ოზარკივმა და რამალდანოვმა. მეტის მიღწევაც შეიძლებოდა, მაგრამ ჩემპიონატის ბოლოს ტრავმებმა და დისკვალიფიცირებულთა სიმრავლემ დაგვაღალატა.
- მომავალი ჩემპიონატისთვის გაძლიერება დაგჭირდებათ...
- ეს საკამათოც არ არის, რადგან გაცილებით მძიმე სეზონი გველის და შედეგის მიღწევა ბევრად რთული იქნება.
- დიდ ცვლილებებს გეგმავთ?
- ცხადია, ცვლილებები იქნება - ვიღაცებს დავემშვიდობებით - ზოგს ჩვენი სურვილით, ზოგიც თავისით წავა. ბუნებრივია, ვიღაცებსაც დავიმატებთ... თუმცა, გვსურს, ძირითადი შემადგენლობის ბირთვი შევინარჩუნოთ.
- შევიტყვეთ, რომ გუნდი ერთ-ერთმა ლიდერმა, რამალდანოვმა დატოვა...
- ამ ეტაპზეა ასეა. ჩვენთან კარგად ითამაშა და მისით რამდენიმე გუნდი დაინტერესდა. გვითხრა, რომ ერთი მათგანი "ნეფთჩი" იყო. მაგრამ სად გადავა, ახლა ნამდვილად არ ვიცი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"