ოთარ კიტეიშვილი: ვერ ვიტყვი, რომ თბილისის "დინამოს" ვტოვებ...

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატი ისე დასრულდა, თბილისის "დინამომ" ვერც საპრიზო ადგილი დაიკავა და ვერც საქართველოს თასს დაეუფლა.

ცხადია, წარუმატებელ გუნდში კარგი მოთამაშეც ვერ გამოავლენს პოტენციალს, მაგრამ ოთარ კიტეიშვილი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც სეზონი კარგად ჩაატარა და წარუმატებლობა მას ნამდვილად ვერ დაბრალდება - არც თავდადება აკლდა, ეროვნული ნაკრების შეკრებაზეც მიიწვიეს და საერთოდაც, ბევრი დინამოელისგან განსხვავებით, მას პროგრესი ნამდვილად დაეტყო.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, კიტეიშვილს "დინამოსთან" კონტრაქტი უსრულდება და წასვლას აპირებს. თუმცა მან "ლელოსთან" ეს ხმები უარყო.

"კონტრაქტი დეკემბერში არ მიმთავრდება, "დინამოს" ჩემი ტრანსფერი 2018
წლის ზაფხულამდე ეკუთვნის. ასე რომ, ეს არასწორი ინფორმაციაა.

ვერც იმას ვიტყვი, რომ გუნდს ვტოვებ. პირადადაც არავინ დამკავშირებია და ჩემდამი უცხოური კლუბების დაინტერესებაზე კლუბის ხელმძღვანელობასაც არაფერი უთქვამს", - ამბობს კიტეიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად უნდა ითამაშოს კიტეიშვილმა?კიევის დინამოში ის ვერ მოხვდება.არაა იმ დონის ფეხბურთელი.მეტი ეხლა რა ვიცი არარატში შეიძლება აიყვანონ.იქაც საეჭ ოა.
გოგა
13:19 16-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული