[ექსკლუზივი] წლიური 500 000 და უფასო აკადემია - ჩაჩავას შეთავაზება "ტორპედოს"

AutoSharing Option
ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ Sportall.ge-სთან საუბრისას დაადასტურა ჩვენ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მას ქუთაისის "ტორპედოს" შეძენაზე უარი არ განუცხადებია და მზადაა, კლუბი შეიძინოს.

- ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას ქუთაისის "ტორპედოს" ყიდვაზე უარი არ უთქვამს?
- ქუთაისის მერი: გადაყოლილია მერია "ტორპედოზე" და საქმეს რანაირად ვაფერხებთ?

"მე "ტორპედოს" სპონსორობაზე უარი არ მითქვამს. კლუბში როცა მოვედით, გუნდი თითქმის დაშლილი იყო და რაც შემეძლო, მაქსიმალურად გავაკეთე: გუნდი შევკარი, აღჭურვილობა შევუძინე. რამდენიმე ფეხბურთელი კლუბიდან წასვლას აპირებდა, მაგრამ ხელფასი გავუზარდე და დავტოვე, რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც მოვიყვანე...

ხომ ნახეთ შედეგი - "ტორპედო" დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული გახდა. კლუბს დღემდე მოვყვები და არაფერს ვაკლებ.

ითქვა, თითქოს სიმბოლურ თანხად მსურდა "ტორპედოს" შეძენა, მაგრამ ეს ასე არ იყო. მე მერიას ასეთი რამ შევთავაზე: წლიურად "ტორპედოში" მინიმუმ 500 000 ლარს დავხარჯავ, ამასთანავე, 250 ბავშვზე გათვლილ უფასო აკადემიას გავაკეთებ-მეთქი.

"ტორპედოს" სტადიონი საკუთრებაში არ მინდა. ეს სტადიონი ქუთაისისაა და იყოს, შეინახოს სახელმწიფომ. მხოლოდ ის მსურს, რომ "ტორპედომ" იქ ითამაშოს. გვსურდა, ბაზა ყოფილიყო ჩვენი, მაგრამ ბაზას ცალკე აფასებენ...

აუქციონში მონაწილეობას მივიღებ და "ტორპედოს" შეძენას ამ გზით შევეცდები. მერიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, რომელიც კლუბს მხარში უდგას. ქალაქის მერი შოთა მურღულია ყველაფერს აკეთებს კლუბის სასიკეთოდ...

ჩვენი ფანებიც ძალიან მაგრად გვიდგანან გვერდში, სულ ჩვენთან არიან და ამ ხნის განმავლობაში შეკრულები ვიყავით. ფანებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ყველას ერთად კლუბის გვერდში დგომა გვსურს.

ვიბრძოლებ "ტორპედოსთვის" და ვფიქრობ, აუქციონზე ყველაფერი ამ კლუბის სასიკეთოდ გადაწყდება", - გვითხრა ჩაჩავამ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ბატონო ზაალ და შოთა ნახეთ და ეძიეთ კომრომისების გზები.ქუთათელები დააფასებენ თყვენ საქმიანობას არც გუნდი გიღალატებს. იყავით ბოლომდე ვაჟკაცები. აპა თქვენ იცით. მრავალს დაესწარით, გაიხარეთ!
გოგი ქუთაისელი
12:18 17-12-2016
0
თუ პირობას არ შეასრულებს მეპატრონე მთავრობას აქვს უფლება გუნდის ჩამორთმევის ასე რომ სანთლით საძებარია დღეს ადამიანები ვინც ქართულ ფეხბურთში და კლუბებში მოსვლის სურვილი ექნება და კიდევ უფრო ხელი უნდა შეუწყონ მათ და დააინტერესონ!!!
dragofil
12:11 17-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული