[ექსკლუზივი] წლიური 500 000 და უფასო აკადემია - ჩაჩავას შეთავაზება "ტორპედოს"

AutoSharing Option
ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ Sportall.ge-სთან საუბრისას დაადასტურა ჩვენ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მას ქუთაისის "ტორპედოს" შეძენაზე უარი არ განუცხადებია და მზადაა, კლუბი შეიძინოს.

- ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას ქუთაისის "ტორპედოს" ყიდვაზე უარი არ უთქვამს?
- ქუთაისის მერი: გადაყოლილია მერია "ტორპედოზე" და საქმეს რანაირად ვაფერხებთ?

"მე "ტორპედოს" სპონსორობაზე უარი არ მითქვამს. კლუბში როცა მოვედით, გუნდი თითქმის დაშლილი იყო და რაც შემეძლო, მაქსიმალურად გავაკეთე: გუნდი შევკარი, აღჭურვილობა შევუძინე. რამდენიმე ფეხბურთელი კლუბიდან წასვლას აპირებდა, მაგრამ ხელფასი გავუზარდე და დავტოვე, რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც მოვიყვანე...

ხომ ნახეთ შედეგი - "ტორპედო" დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული გახდა. კლუბს დღემდე მოვყვები და არაფერს ვაკლებ.

ითქვა, თითქოს სიმბოლურ თანხად მსურდა "ტორპედოს" შეძენა, მაგრამ ეს ასე არ იყო. მე მერიას ასეთი რამ შევთავაზე: წლიურად "ტორპედოში" მინიმუმ 500 000 ლარს დავხარჯავ, ამასთანავე, 250 ბავშვზე გათვლილ უფასო აკადემიას გავაკეთებ-მეთქი.

"ტორპედოს" სტადიონი საკუთრებაში არ მინდა. ეს სტადიონი ქუთაისისაა და იყოს, შეინახოს სახელმწიფომ. მხოლოდ ის მსურს, რომ "ტორპედომ" იქ ითამაშოს. გვსურდა, ბაზა ყოფილიყო ჩვენი, მაგრამ ბაზას ცალკე აფასებენ...

აუქციონში მონაწილეობას მივიღებ და "ტორპედოს" შეძენას ამ გზით შევეცდები. მერიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, რომელიც კლუბს მხარში უდგას. ქალაქის მერი შოთა მურღულია ყველაფერს აკეთებს კლუბის სასიკეთოდ...

ჩვენი ფანებიც ძალიან მაგრად გვიდგანან გვერდში, სულ ჩვენთან არიან და ამ ხნის განმავლობაში შეკრულები ვიყავით. ფანებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ყველას ერთად კლუბის გვერდში დგომა გვსურს.

ვიბრძოლებ "ტორპედოსთვის" და ვფიქრობ, აუქციონზე ყველაფერი ამ კლუბის სასიკეთოდ გადაწყდება", - გვითხრა ჩაჩავამ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ბატონო ზაალ და შოთა ნახეთ და ეძიეთ კომრომისების გზები.ქუთათელები დააფასებენ თყვენ საქმიანობას არც გუნდი გიღალატებს. იყავით ბოლომდე ვაჟკაცები. აპა თქვენ იცით. მრავალს დაესწარით, გაიხარეთ!
გოგი ქუთაისელი
17 დეკემბერი 2016 12:18
0
თუ პირობას არ შეასრულებს მეპატრონე მთავრობას აქვს უფლება გუნდის ჩამორთმევის ასე რომ სანთლით საძებარია დღეს ადამიანები ვინც ქართულ ფეხბურთში და კლუბებში მოსვლის სურვილი ექნება და კიდევ უფრო ხელი უნდა შეუწყონ მათ და დააინტერესონ!!!
dragofil
17 დეკემბერი 2016 12:11
0
რა თქმაუნდა ისეთს არ უნდა მიცე გუნდი ვისაც ფეხბურთის განვითარების გეგმა არა აქვს,სწორედ ეს პირობები უნდა ჩაიწეროს ვალდებულებებში როცა გუნდს ყიდულობს,თუ არ განავითარებს თვითონ რა არ ზარალობს? კიდევ ერთი აუცილებელი ნაბიჯი იქნება რომ ყველა გუნდს ვისაც ბაზა არა აქვს და სათამაშო ხარისხიანი სტადიონი დაეხმაროს მის მშენებლობაში,ეს არის ერთერთი აუცილებელი პირობა დგეს!!! თორემ სხვაგვარად ერთი ნაბიჯითაც ვერ წავა ფეხბურთი წინ
dragofil
17 დეკემბერი 2016 11:14
0
საპრიზო ადგილისთვის მებრძოლ გუნდს 3 მილიონი ლარი მაინც ჩირდება.მილიონს სახელმწიფო იხდის თუ ნახევარ მილიონს დახარჯავს ინვესტორი ნახევარ მილიონს მტავრობა კიდევ უმატებს ეს უკვე ორი მილიონია პლუს საპრემიო ფონდი და კი გამოდის 3 მილიონი.ეს ვისაც სრული ინფორმაცია არ აქვს კლუბების დაფინანსების
dragofil
17 დეკემბერი 2016 11:03
0
დღეს იშვიათია ისეთი ადამიანები ვინც სურვილი გამოთქვა საფეხბურთო კლუბებში ფული ჩადოს,მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ფულადი დახმარება როცაა.ასეთ ხალხს ხელი უნდა შეუწყოთ და არა სურვილი დაუკარგოთ ფეხბურთში მოსვლის!!!
dragofil
17 დეკემბერი 2016 10:27
0
ვაი თქვენს პატრონს ამათი იმედი გაქვთ ესენი არასერიოზული ხალხია და როდის მიატოვებენ გუნდს არავინ იცის
lurja
17 დეკემბერი 2016 10:20
0
კარგია რომ მოსვლა უნდა,მაგრამ უკვე მაისის მერე ვისმენთ ამას,გაგვარკვიეთ რა ან ვინ არის ხელისშემშლელი..თუ ფეხბურთის განვითარების ფინდს განვითარება უნდა გუნდის,უშვამდგომლოს ეკონომიკის სამინისტროსთან რომელიც ცოცხალი ტავით არ თმობს ქონებას,ისეთი პირი უჩანს ტორპედოს დაშლა უნდათ.ხოლო რაც შეეხება ბატონ ზაზას,ფეხბურთელებიდან ფალავანდიშვილი ნაღდად დაგვეხმარა,დანარჩენი კი უკვე შეკრებილი ბიჭები იყვნენ და ყველას მადლობა ვინც შეკრიბა და იმათ ვინც გაწვრთნა და გვერდში დაუდგა.
dato
16 დეკემბერი 2016 22:39
0
მილიონი ფონდიდან მოდის კიდევ და საქართველოს პირობაზე ნორმალური გუნდი გაკეტდება
1
16 დეკემბერი 2016 19:45
0
ამას ჰქვია, მოდით ერთი კაცურად გაგეგლახავებით და დაგცინებთ სასტიკადო :)
Jango
16 დეკემბერი 2016 18:57
0
დღევანდელ სიტუაციაში კაცი,რომ ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადებას მოინდომებს,ის კაცი გულში უნდა ჩავიხუტოთ და არა პრობლემები შევუქმნათ.
sake
16 დეკემბერი 2016 18:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული