თბილისის "დინამო" - ახალი გუნდის კონტურები

AutoSharing Option
ფოტოზე: რენე ფერეირამ, ლადო დვალიშვილმა და ჯაბა ჯიღაურმა "დინამო" დატოვეს
თბილისის "დინამო" განახლება-გაახალგაზრდავების გზას ადგას. ცხადია, გუნდის გარშემო ბევრი სიახლეა. ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანში განვითარებული მოვლენები ქომაგს ძალიან აინტერესებს...

ჯიღაურის ისრაელი, რევიშვილის კვიპროსი
სხვებთან ერთად, თბილისის "დინამო" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმაც დატოვა. ბოლო სეზონებში ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მას კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა. "ლელომ" არაერთხელ სცადა ჯიღაურთან დაკავშირება, თუმცა ფეხბურთელმა ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

როგორც ჩანს, მას არ სურს ისაუბროს მანამ, ვიდრე ბოლომდე არ გაირკვევა მისი ახალი კლუბი.
ისღა დაგვრჩენოდა, თავად მოგვეპოვებინა ინფორმაცია მისი სავარაუდო ახალი ნავსაყუდელის თაობაზე.

ჩვენი ინფორმაციით, ჯიღაურის გადაბირებით ისრაელის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი კლუბია დაინტერესებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯაბას საკლუბო მომავალი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას ბოლო პერიოდში სისტემატურად იწვევენ საქართველოს ნაკრებში.

24 წლის ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" აღზრდილია. გარკვეული ხნის განმავლობაში, ის საჩხერის "ჩიხურაში" თამაშობდა, ბოლო წლებში კი საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. ჩვენი ინფორმაციით, ჯიღაურს შესთავაზეს ყაზახეთის ვარიანტიც, თუმცა ებრაული წინადადება უფრო რეალურია.

უკვე გაცნობეთ, რომ "დინამო" დატოვეს საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის მეკარემ და კაპიტანმა ნუკრი რევიშვილმა და ასევე, ლადო დვალიშვილმა.

ჩვენი ინფორმაციით, რევიშვილი კარიერას კვიპროსის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ გუნდში გააგრძელებს.

რენეც წავიდა
თბილისის "დინამოდან" წავიდა 24 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი რენე ფერეირა დოს სანტოსი. მას "დინამოსთან" კონტრაქტი ამოეწურა.

რენე კლუბის ხელმძღვანელობას დაემშვიდობა და სამშობლოში ისე გაემგზავრა, ბათუმის "დინამოსთან" გადამწყვეტი მატჩი არ უთამაშია. ამის მიზეზად ბრაზილიელმა ტრავმა დაასახელა.

რენე საქართველოში პირველად 2013 წელს გამოჩნდა. მაშინ ის "ზესტაფონის" ღირსებას იცავდა. მის ქართულ კარიერაში მეორე კლუბი თბილისის "დინამო" იყო. თამამად შეგვიძლია, სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მოვიხსენიოთ.

ხუბუტია და ლობჟანიძე
ჩვენი ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა აკაკი ხუბუტიაც. 30 წლის ცენტრალური მცველი "დინამოს" ამ ზაფხულს, სლოვაკური "მიხალოვცედან" შეუერთდა. ხუბუტიას სხვადასხვა დროს არაერთი კლუბის ღირსება დაუცავს. 2010 წლიდან იწვევდნენ საქართველოს ნაკრებში (20 მატჩი).

ასევე დაუსრულდა "დინამოსთან" კონტრაქტი საქართველოს ნაკრების 29 წლის მცველ უჩა ლობჟანიძეს. ეროვნულ გუნდში ის 2008 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში ნაკრების მაისურით 48 მატჩი ჩაატარა.

რას იტყვიან პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი და ჭელიძე?
თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტები დაუსრულდათ 23 წლის ვახტანგ ჭანტურიშვილს, მისივე კბილა ლაშა პარუნაშვილსა და 29 წლის ზაზა ჭელიძეს.

ამ ეტაპზე მათ არ დაუფიქსირებიათ პოზიცია საკუთარი მომავლის თაობაზე.

გასაკვირი არ არის, რომ ამ ფეხბურთელების, განსაკუთრებით კი, ჭანტურიშვილისა და პარუნაშვილის მიზანი კარიერის ევროპაში გაგრძელებაა. დარჩებიან თუ არა ისინი "დინამოში", ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოიაზრებიან.

მოვა შულაია?
სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაწყდეს, დაიცავს თუ არა თბილისის "დინამოს" ღირსებას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფლანგელი შემტევი აკაკი შულაია. თბილისურ გუნდს ფეხბურთელის მიმართ ინტერესი აქვს, თუმცა გუშინ კლუბსა და მოთამაშეს შორის კონტრაქტი გაფორმებული არ იყო.

ვინც საქართველოს ჩემპიონატს ადევნებს თვალს, დაგვეთანხმება - მარტვილის "მერანის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილი შულაია ერთ-ერთი გამორჩეულია არა მხოლოდ თავის პოზიციაზე, არამედ მთლიანად ქართულ საკლუბო ფეხბურთში.

გავრისკავთ და ვიტყვით: რომ არა ტრავმები, სადღეისოდ ეს ფეხბურთელი გაცილებით მეტს მიაღწევდა. "მერანის" გარდა, რომლის შემადგენლობაშიც მან ბოლოს საქართველოს თასის ფინალში ითამაშა, შულაიას სხვადასხვა დროს "ცხინვალსა" და ბოლნისის "სიონშიც" უთამაშია.

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში შულაიას არაერთი შთამბეჭდავი მატჩი ჩაუტარებია. ამ შემთხვევაში, "დინამოს" სატრანსფერო არჩევანს უნდა მივესალმოთ. თუ ტრავმები არ შეაწუხებს, ის ჩვენი პირველობის გამორჩეული ფეხბურთელი უნდა იყოს.

აკადემიიდან შევსების მოლოდინში
დღეს-ხვალ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობა ერთი საინტერესო სიახლის შესახებ გვაცნობებს. აი, რა გვაქვს მხედველობაში: კლუბის საფეხბურთო აკადემიის ის აღზრდილები, რომლებმაც ბოლო დღეებში თავი მოაწონეს სამწვრთნელო შტაბს, ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, მერე კი კლუბთან სრულფასოვან კონტრაქტებს გააფორმებენ, რის შემდეგაც "დინამოს" ხელმძღვანელობა მათ ვინაობას საზოგადოებასაც ამცნობს.

ეს იქნება აკადემიის პირველი თაობა, რომელიც მთავარ გუნდში დიდ ჯგუფად მივა. თამამად შეგვიძლია, ამ ბიჭებს მომავალი "დინამოს" ხერხემალი ვუწოდოთ. ისიც ფაქტია, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ამ ბიჭებს მართლაც რომ დიდი პასუხისმგებლობა დააწვებათ მხრებზე, თუმცა, როცა საქმე ასეთ ახალგაზრდულ ასაკს ეხება, ალბათ,  გულშემატკივარმაც მოთმინება უნდა გამოიჩინოს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლო მატჩებში "დინამოს" შემადგენლობაში აკადემიის რამდენიმე აღზრდილმა ითამაშა. უნდა ვივარაუდოთ, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ ვიაჩესლავ გროზნის არჩევანის გაკეთებას ესეც გაუადვილებს.

გარდა ამისა, ფეხბურთის უკრაინელი სპეციალისტი ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თბილისში დარჩა და მუშაობა აკადემიის კონტინგენტთან გააგრძელა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს, თუნდაც ოფიციალურ მატჩებში თავი ცუდად არ წარმოუჩენიათ. მაგალითად გიორგი ზარიაც იკმარებს.

ვნახოთ, როგორი ბიჭები არიან დანარჩენები...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
დინამოს უფროსობას თუ გონია რომ ასეთი ფეხბურთელებით რამეს მიაღწევს ცდებიან მწარედ.გუნდს ჭირდება ძლიერი ლეგიონერები და ორი ან მაქსიმუმ სამი პერსპექტიული ახალგაზრდა ადგილობრივი ფეხბურთელი.გუნდი არ უნდა კეთდებოდეს ყოველ სამ თვეში ერთხელ.
გოგა
19 დეკემბერი 2016 23:31
0
გეუბნებით დინამოს უნდა დაერქვას "ფკ. ფიფია" და არ მიჯერებთ :)
zzzz
19 დეკემბერი 2016 17:30
0
mereda es bihebi gaqahaven 10 gundianhi amxela tvirts?
heidzleba gadaicvan da saertod davkargot nihi.
kisi
19 დეკემბერი 2016 16:05
0
შულაია ძალიან კარგი ფეხბურთელია და დინამოსაც გამოადგება.
გიო777
19 დეკემბერი 2016 16:04
0
გარსია არ უნდა გაეშვათ
Lia
19 დეკემბერი 2016 15:49
0
ბავშობიდან დინამოს ვგულშემატკივრობ და გული მტკივა რომ ესეთ მდგომარეობაში ვხედავ,იმედია გამოსწორდება სიტვაცია,ერთი უდიდესი შეცდომა რაც ფიფიამ დაუშვა ისაა რომ,გარსია არ უნდა გაეშვათ და უნდა ეცლიათ და აუცილებლათ დადებდა შედეგს და ეხლა ყარაბახის და ასტანას დონეზე იქნებოდნენ,სამწუხარო რეალობაა,მაგრამ დღეს სამწუხაროთ ორივე ჩვენზე წინაა ერთი საფეხურით,იმედია ეს ბოლო შეცდომა იქნება მთლიანად ხელმძღვანელობის.
Lia
19 დეკემბერი 2016 15:45
0
რამდენჯერ უნდა გაახალგაზრდავდეს დინამო>? რამდენი არაფრისმომცემი ცვლილება უნდა განხორციელდეს გუნდში და საერთოდ ნორმალური ვინ მოვა დინამოში, როცა დაინახავს რა პერსპექტივა ელოდება? ერთმა გაახალგარდავებამ რაც მოიტანა, მშვენივრად დავინახეთ და დარწმუნებული ვარ, მერე ბევრად უარესი იქნება. ფაქტია, ასეთი სუსტი დინამო ჯერ არ გვინახავს არავის
???
19 დეკემბერი 2016 15:43
0
დინამო
beska
19 დეკემბერი 2016 15:37
0
ასე თუ ისე, უახლოეს სამ წელიწადს საპრიზო სამეული იქნება სამტრედია,ბათუმი, საჩხერე.
არავითარი ტორპედო და დინამო.
Guadua
19 დეკემბერი 2016 15:21
0
რა შულაია ხო არ გადაობთ თქვეენ? დინამო ევროპაზე კი არა ხუტეულსჰიც ვერ გავა ეგაა ისეთი დონეა სჰულაია მაგარი გგონიათ :D
messi
19 დეკემბერი 2016 15:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული