საქართველოს ნაკრების რეკორდსმენმა მეკარე გიორგი ლომაიამ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარე გიორგი ლომაიამ, რომელიც ბოლოს თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა, კარიერა დაასრულა. 37 წლის გოლკიპერმა ამის შესახებ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ბავშვი აღარ ვარ და ინერციით თამაშს ვამჯობინე, ახალი ცხოვრება დამეწყო. თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე გავაფორმე, მაგრამ დავილაპარაკეთ და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გავწყვიტეთ", - უთხრა ლომაიამ გამოცემას.

ლომაიამ პროფესიული კარიერა 18 წლის ასაკში, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდში, თბილისის "დინამოში" დაიწყო და ბოლოს სწორედ ამ კლუბის ღირსებას იცავდა. სხვადასხვა დროს კი ის თბილისის "ლოკომოტივსა" და რუსთავის "ოლიმპიკში",
რუსულ კლუბებში: "ხიმკისა" და "ლუჩ ენერგიაში", გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ იენის "კარლ ცაისში", ლვოვის "კარპატსა" და ბაქოს "ინტერში" გამოდიოდა.

გიორგი ლომაია არის საქართველოსა (1998, 1999) და აზერბაიჯანის ჩემპიონი (2010), საქართველოს თასისა (2000, 2002) და სუპერთასის მფლობელი (1999). საინტერესოა, რომ ეროვნული ნაკრების მეკარეთა შორის ყველაზე მეტჯერ (45) კარში სწორედ ლომაია იდგა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გიორგი ლომაია, არის და იქნება კარგი მეკარე. საუკეთესო ადამიანი და პროფესიონალი. პირადად ვიცნობ ბევრი წელია. ქონდა კარგი კარიერა, მაგრამ არასდროს შეცვლილა პიროვნულად. დიდ პატივს ვცემ და მეგობრობ გიორგისთან. უსურვებ ისევ ესე კარგად გაგრძელებას პირად საქმიანობას როგორც გააჩნდა საფეხბურთო კარიერაში.
mekare
14:45 21-12-2016
0
იქავეს იკოს
kaxa
15:59 20-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული