"შევარდენი 1906"- ის ფეხბურთელი
საბა თავაძე კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-მ "შევარდენის" პრეზიდენტ,
გეგი კიკაბიძისგან შეიტყო, რომლის თქმითაც კონტრაქტი ჯერ ოფიციალურად არ გაფორმებულა, მაგრამ ყველაფერი შეთანხმებულია და რამდენიმე დღეში თავაძე "დინამოს" მაისურს მოირგებს.
23 წლის საბა თავაძემ, რომელიც ამპლუით მარჯვენა ნახევარმცველია, გასულ სეზონში 6 გოლი გაიტანა, საიდანაც ორი ჯარიმაა.
შეგახსენებთ, რომ "შევარდენი" გასულ სეზონში მეორე ლიგაში ასპარეზობდა და 41 ქულით C ზონის გამარჯვებული გახდა.