თბილისის "დინამოს" ახალწვეულები ჰყავს. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, დედაქალაქური გუნდის ღირსებას
გიორგი ბეგაშვილი, ბაქარ ქარდავა, გია ჩადუნელი და
საბა თავაძე დაიცავენ. ამათ გარდა, კლუბთან კონტრაქტი აკადემიის აღზრდილმა
გიორგი ჩაკვეტაძემ გაახანგრძლივა.
25 წლის მეკარე ბეგაშვილი, რომელიც თბილისელთა საკუთრებაა, ამ წლის ივლისში გორის "დილაში" იჯარის წესით გადავიდა. 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბაქარ ქარდავა ბოლო წლების განმავლობაში "ცხინვალის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. მისი საფეხბურთო კარიერა "სასკოში" დაიწყო. ამის შემდეგ ის "გაგრაში" თამაშობდა, მერე კი "ცხინვალს" მიაშურა, სადაც გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
22 წლის გია
ჩადუნელი ამპლუით ცენტრალური მცველია. თბილისურ კლუბში ის ლანჩხუთის "გურიიდან" გადადის, მანამდე კი ფოთის "კოლხეთის" ღირსებას იცავდა. რაც შეეხება საბა თავაძეს, ის ამპლუით მარჯვენა ნახევარმცველია, აქამდე "შევარდენი 1906"-ში თამაშობდა და გასულ სეზონში 6 გოლი გაიტანა, საიდანაც ორი ჯარიმა იყო.
2017-ში ევროპა თავისუფალია თქვენგან და თქვენ მისგან
ის რომ 2018-ში მოგიწევთ იქ ასპარეზობა,ეს ზალიან საეჭვოა.
მაგრამ თუკი ამ ახალგაზრდებს არ ენდვე და ისე არ გამოზარდე როგორც ცეცაძემ გამოზარდა ნაგავსაყრელზე გადაყრილი ტალანტები, სხვანაირად მუდამ ამ დღეში იქნებით.ასე რომ, გზა მიეცით ახალგზარდებს და ნუ ჭყლოპინებთ აქ უსაქმურობისაგან. უახლოესი 2-3 წელი ეს იქნება დინამოსა და ტორპედოს დროებითი ჩაქვეითება-გადახალისების წლები, სხვანაიარდ ვერ გამოვა.
დიდი ოთხეული იქნება სამტრედია, დინამო ბათუმი, ჩიხურა და დილა,ალბათ მეხუთედ კიდევ ივარგებს ტორპედო.