25 წის ფორვარდი ბოლოს თერჯოლის "საპოვნელაში" ასპარეზობდა და ამ წლის ზაფხულს სწორედ იქიდან გადავიდა თბილისურ კლუბში, რომელთანაც 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა "საბურთალომ" ახლახან მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
გარდამავალ საფეხბურთო ჩემპიონატს ბუხაიძე ტრავმით შეხვდა, რის გამოც 6 მატჩში "საბურთალოს" მაისურით სულ 61 წუთი ითამაშა და გოლი არ გაუტანია.