თბილისელთა მეტოქეები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც pilkanozna.pl იტყობინება, "იაგელონიას" ერთ-ერთი მეტოქე თურქულ შეკრებაზე სწორედ "დინამო" იქნება.
რამდენიმე დღის წინ სლოვაკური "ჟილინას" დირექტორმა დააანონსა, რომ კლუბი შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრებოდა, ამხანაგურ თამაშებთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებები რამდენიმე კლუბთან მიმდინარეობდა. ერთ-ერთ ასეთად სლოვაკური გუნდის დირექტორმა "დინამო" დაასახელა. ასე რომ, არაა გამორიცხული, "იაგელონიას" გარდა, "დინამო" "ჟილინასაც" დაუპირისპირდეს.