თბილისის "დინამო" და უკრაინელი მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო შეთანხმდნენ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და მეკარე სერგეი ლიტოვჩენკოს შორის შეთანხმება მიღწეულია. კონტრაქტის გაფორმებას წინ აღარაფერი უდგას, ეს კი მაშინ მოხდება, როცა გარკვეული ტექნიკური დეტალებიც მოგვარდება.

29 წლის უკრაინელი სხვადასხვა დროს თამაშობდა ხარკოვის "არსენალში", "გაზოვიკში", "ვოლინში", "ნეფტიანიკში", "ჰელიოსსა" და დონეცკის "ოლიმპიკში". საქართველოში იცავდა "ზუგდიდის" კარს და ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.

"დინამოს" ჯერაც პოტენციური ახალწვეული თბილისურ კლუბს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. მას საქართველოს ნაკრების მეკარის, ნუკრი რევიშვილის შეცვლა მოუწევს, ვინც "დინამო" დატოვა და კარიერის გაგრძელება კვიპროსის ჩემპიონატში გადაწყვიტა.

ახალგაზრდული, განახლებული "დინამოსთვის" გამოცდილი უკრაინელი მეკარის
დამატება, რომელსაც არაერთი მატჩი ჩაუტარებია ამ ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, კარგ ტრანსფერად უნდა ჩაითვალოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გვეშველა, ეხლა ციდან ვარსკვლავებს მოწყვეტენ!
ალეკსანდრე
18:36 05-01-2017
0
საოცარი ტრანსფერია)))))))))))))))))
levani
11:30 05-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული