საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2017 წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმის ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული გუნდი 16 იანვარს თბილისში შეიკრიბება.

დუბაიში, უზბეკეთსა და იორდანიასთან დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებში მთავარმა მწვრთნელმა ეროვნული ნაკრები ძირითადად საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებით დააკომპლექტა. მოგეხსენებათ, უახლოესი ორი ამხანაგური მატჩის თარიღი ფიფას ოფიციალურ კალენდარში არ არის შეტანილი და მთავარ მწვრთნელს ამ მატჩებში ძირითადად იმ მოთამაშეების გამოცდის შესაძლებლობა ექნება, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები შანსი ეძლევათ.

საქართველოს ნაკრები დუბაიში 21 იანვარს გაემგზავრება. 23 იანვარს, ვლადიმის ვაისის ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი უზბეკეთის
ნაკრებს შეხვდება. 25 იანვარს კი საქართველოს ნაკრების მეტოქე იორდანია იქნება.

მეკარეები: როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი ("სამტრედია", სამტრედია), ოთო გოშაძე ("საბურთალო", თბილისი).
მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი ("ჩიხურა", საჩხერე) თედორე გრიგალაშვილი ("საბურთალო", თბილისი), დავით ხოჭოლავა ("ჩერნომორეცი", ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), უჩა ლობჟანიძე ("ატირაუ", ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე ("ტორპედო", ქუთაისი).
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია ("დინამო", ბათუმი), გიორგი განუგრავა ("ჩიხურა", საჩხერე), ოლეგ მამასახლისი ("ტორპედო", ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი), ბაჩანა არაბული ("დინამო", თბილისი), გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო", თბილისი), ბექა ტუღუში ("ტორპედო", ქუთაისი), საბა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი).
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ატირაუ", ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე ("სამტრედია", სამტრედია).

წყარო: GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 43 /
დავიჯერო ლიპარტიას არ გამოუშვებდნენ?რუსეთი და უკრაინა მთლიანად ისვენებენ...ისევ შერცხვენას ალბათ სჯობდა ერთი ორი ძირითადის კაცი მაინც გამოეძახებინათ.მითუმეტეს ორდღიანი შუალედითაა თამაშები და თუნდაც ფიზიკურად გაუქაჩავენ???ამ ორ გუნდს ნუ ეხუმრებით,მითუმეტეს უზბეკეთს,ყოფილ საბჭოეთში მხოლოდ რუსეთს და უკრაინას თუ ჩამოუვარდება საერთო დონით.
gocha
12 იანვარი 2017 16:39
0
ვერც დვალიშვილი და ზივზივაძე ბურთს ვერ გაიტანენ.
გოგი ქუთაისელი
12 იანვარი 2017 16:23
0
ეს დვალიშვილი რომ არაფრის მაქნისია რატომ ვერ ხვდებიან? კაჭარავა სად არის ან არაბიძე რომელიც არ ათამაშეს არაფრით?
niko
12 იანვარი 2017 16:22
0
დვალიშვილს მართლა იწვევს ბარსა?????
roini
12 იანვარი 2017 16:21
0
ცისკარიძეს რატო აღარ იძახებენ?!
ცისკარიძე
12 იანვარი 2017 16:13
0
ტრენერი ამას რო იტყვის რაღას იმედი უნდა გქონდეს? ვლადიმირ ვაისი: მოგება მეც მინდა, მაგრამ ასეთი ფიზიკური მომზადებით...
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
12 იანვარი 2017 16:10
0
დვალიშვილს ბარსა იწვევსო მართალიაო????
batumi
12 იანვარი 2017 16:04
0
ამ გუნდით მსოფლიოზეც კი გავალთ :))))))
batumi
12 იანვარი 2017 16:03
0
დვალიშვილზე დაგინებულია
nika
12 იანვარი 2017 15:55
0
ძალიან სუსტი შემადგენლობაა. ბუდუს გარდა საქართველოს თავდამსხმელი არ ჰყავს?
vaxvax
12 იანვარი 2017 15:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული