საბა ლობჟანიძე: დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშში უფრო კარგად ვითამაშებთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ, რომელმაც უზბეკეთთან მატჩში მეორე გოლი გაიტანა, თამაშის შემდეგ სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

23 იანვარს, დუბაიში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრები უზბეკეთს დაუზავდა - 2:2.

- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]

"პირველი ტაიმი ნერვიულად დავიწყეთ. ალბათ, ეს იმან განაპირობა, რომ ბევრი ჩვენგანისთვის პირველი თამაში იყო. მოგეხსენებათ, ზამთრის შეკრება ახლა დაიწყო და თანდათან უკეთეს ფორმაში ჩავდგებით.

დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშში უფრო კარგად ვითამაშებთ და უფრო კარგ შედეგს დავდებთ", -
თქვა ლობჟანიძემ.

საქართველოს ნაკრები დუბაიში მეორე ამხანაგურ შეხვედრას 25 იანვარს, იორდანიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძაან მაგარი ხარ.მაგრად გამოიცანი
ქუთაისი
24 იანვარი 2017 15:38
0
ძაან ნუ გათამამდები საბა. გილოცავ გოლს, ოღონდ თამაში არ ავრგოდა. არავის თამაში არ ვარგოდა.
haha
24 იანვარი 2017 13:10
0
ჩემი პროგნოზი იყო - პირველი თამაშის მოგება და მეორეში ფრე. პირველი თითქმის გამოვიცანი... ვნახოთ რა იქნება მეორე თამაშზე. თუ მოვიგეთ ნაწილობრივ მაინც გამომიცვნია (პირქითაა ეს...).
გუჯა კახაძე
24 იანვარი 2017 12:41
0
უზბეკების პლუსი იუო რომ ბევრი შეთამაშებული პახტაკორის გუნდის წევრები იყვნენ, დავაანონსე რომ ზივზივაძე ვერ გაიტანს!
გოგი ქუთაისელი
24 იანვარი 2017 11:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული