საქართველო VS იორდანია - შეხვედრა 12 წლის შემდეგ

AutoSharing Option
დღეს, 25 იანვარს, საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბაიში წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას იორდანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი დუბაის Theyab Awana Stadium-ზე, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მის ინტერნეტტრანსლაციას სფფ-ის ვებგვერდი წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა 23 იანვარს, უზბეკეთის ნაკრებთან ჩაატარა (2:2).

- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]

საქართველოს ნაკრებმა იორდანიასთან მატჩის წინ ბოლო ვარჯიში 24 იანვარს, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ფეხბურთის ასოციაციის სტადიონზე ჩაატარა, სადაც დღეს შეხვედრა ჩატარდება. ფეხბურთელებმა, რომლებიც უზბეკეთთან თამაშში მონაწილეობდნენ, საწვრთნელი პროცესის
პირველი ეტაპი აღდგენით ვარჯიშებს დაუთმეს, მოგვიანებით კი, შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე სრულად დაიტვირთა. ჩვენი გუნდის ბოლო ვარჯიში დუბაიში ერთ საათს გაგრძელდა.

საქართველოს ნაკრები ისტორიაში მეორედ ეთამაშება იორდანიის ნაკრებს. პირველად ამ ნაკრებების ამხანაგური დაპირისპირება 2005 წლის 16 ნოემბერს თბილისში, "მიხეილ მესხზე" შედგა და მაშინ საქართველოს ნაკრებმა მეტოქე გიორგი დემეტრაძისა (2) და შოთა არველაძის გოლებით, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

- ჩვენ და აზიელები: აქაც ნეგატივი

ჩვენ არ ვართ დუბაიში და, შესაბამისად, არ ვიცით, რა ხდება ნაკრების ვარჯიშებზე. დიდი ალბათობით, ვლადიმირ ვაისი თავის გამოჩენის შანსს მისცემს იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ცოტა ითამაშეს უზბეკეთთან, ან საერთოდ არ უთამაშიათ. თუმცა არა გვგონია, ვაისმა კარდინალურ ცვლილებებს მიმართოს.

კიდევ ერთხელ უნდა დავწეროთ: დღეს საქართველოს ნაკრებისთვის, რა სტატუსისაც უნდა იყოს მატჩი, შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია.

იორდანიის ნაკრები - კერკეტი კაკალი
იორდანიის ნაკრები ახლაც, აბდულა მესფერის ხელმძღვანელობით, და ადრეც, "კერკეტი კაკალი" იყო. ოპტიმალური შემადგენლობით მოასპარეზე იორდანია დაახლოებით ისეთივე ძალა უნდა იყოს, როგორიც იყო შერეული შემადგენლობით მოთამაშე უზბეკეთი.

იორდანიის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე ცნობილი ფიგურა 31 წლის ტაჰერ ბავაბია. არადა, ამ დროისთვის ის უკლუბოდაა და იმედოვნებს, რომ მალე იპოვის ახალ ნავსაყუდელს. ბავაბს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. მისი საფეხბურთო კარიერა ესპანეთში, "რეალის" მესამე გუნდში დაიწყო, ამის შემდეგ დაწინაურდა "კასტილიაში" და... მერე გადაბარგდა "ბარსელონაში". რა თქმა უნდა, იორდანიელს კატალონიური გრანდის ძირითადში არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია, მაგრამ "ბარსას" მეორე გუნდში 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო.

"ბარსელონას" შემდეგ ბავაბი კატალონიაშივე, "ოსპიტალეტში" გადავიდა. ამას მოჰყვა წარუმატებელი ოდისეა ორ, არაფრისმთქმელ ესპანურ კლუბში, რის შემდეგაც ბავაბი რუმინეთში წავიდა სათამაშოდ, სადაც "გლორიათი" დაიწყო და იქაური ფეხბურთის გრანდ "სტიაუაშიც" ითამაშა.

დაცვითი ფეხბურთი და კონტრშეტევები - ასე თამაშობს ძირითადად ჩვენი მომავალი მეტოქე. ვნახოთ, რას დაუპირისპირებს ვაისი მესფერის არგუმენტებს.

საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი ("სამტრედია", სამტრედია), ოთო გოშაძე ("საბურთალო", თბილისი)

მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი ("ჩიხურა", საჩხერე) დავით ხოჭოლავა ("ჩერნომორეცი", ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), უჩა ლობჟანიძე ("ატირაუ", ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ჯიმი ტაბიძე ("გენტი", ბელგია)

ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია ("დინამო", ბათუმი), გიორგი განუგრავა ("ჩიხურა", საჩხერე), ოლეგ მამასახლისი ("ტორპედო", ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი), ბაჩანა არაბული ("დინამო", თბილისი), გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო", თბილისი), ბექა ტუღუში ("ტორპედო", ქუთაისი), საბა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი), ლაშა პარუნაშვილი ("დინამო", თბილისი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ატირაუ", ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე ("სამტრედია", სამტრედია).
მკითხველის კომენტარები / 10 /
ლინკი სადაა
lasha
25 იანვარი 2017 17:12
0
ხალხო მიხვდით უკვე ერთხელ და სამუდამო ჩვენი ქვეყანა აღარ არის ანგარიშგასაწევი ძალა ფეხბურთში. ჩვენ უკან-უკან მივდივართ ხოლო სხვა ქვეყნები ვითარდებიან. ნუ უყურებთ დღევანდელ სიტუაციას წარსული დიდებითა და 81 წლის ქართული ფეხბურთის გადმოსახედიდან. გავუსწოროთ თვალი რელაობას .ჩვენ სუსტი საფეხბურთო ქვეყანა ვართ !
giorgi
25 იანვარი 2017 16:20
0
ამაათთანაც რომ წავაგებთ, მერე არის კიდე ვინმე უფრო სუსტი რომ ვეთამაშოთ?
ნათია
25 იანვარი 2017 14:40
0
გუადუა, ღადაიობ? გეგონება 70-ანი წლების გერმანია ვიყოთ. ჰელმუტ შიონი, ლეგენდარული მწვრთნელი მარტო გერმანიაში მოთამაშეებს იწვევდა.
სადღაც 120-ის ზევით მყოფ ნაკრებს მაგის თავი სად აქვს. ისე, ინფორმაციისთვის, დანიამ ფეხბურთი ლეგიონერების ხარჯზე აქაჩა. თავისი ლეგიონერების კლასით. სიმონსენი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ოღონდ ითამაშონ ჩვენებმა და მაგას ჩივიხარ?
haha
25 იანვარი 2017 14:32
0
"არცერთი ლეგიონერი საქართველოს ნაკრებში"
ეს უნდა გახდეს სამუდამო ფორმულა საქართველოს ნაკრების. მაშინ ჩემპიონატის დონეც აიწევს და საქართველოს ნაკრებიც უფრო ძლიერი და სტაბილური იქნება.
თამაშს განმეორებით ვუყურე, დავაკვირდი ბევრ რამეს და არაბული უფრო დაჩაგრული გამოჩნდა ვიდრე ზივზივაძე, ბუდუ მაინც მოწოდების დოენზე იყო,არაბულს კი უფრო კეტავდნენ.
იმედია დღეს თუ ათამაშებენ ამათ,თავს გამოიჩენენ რეალურად ბიჭები.
Guadua
25 იანვარი 2017 14:05
0
იორდანიას ვერ მოვუგებთ!ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი!
გოგი ქუთაისელი
25 იანვარი 2017 12:54
0
ბატონო ლევან კობიაშვილი მკაცრად უნდა გააკონტროლოდ სიტუაცია გუმდებში. ტორპედოში დარჩა 15 ფეხბურთელი. საბანაძის იმედი არ გვაქვს. მალე ყვებაზეც გააკეთებენ ეკონომიას. პირადად მე მცხვენია!კონტრაკტებს პერსონალთან არ აფორმებენ.
გოგი
25 იანვარი 2017 12:51
0
მერია არ აძლევს ტორპედოს გასაქანს, ჩაჩავავას სტადიონს, ეკონომიას აკეთებს ფორმაზე, უშვებს გუნდს თურქეთში იაფფასიან სასტუმროში. ცუდ მოედანზე. არ აქვთ მედიკამენტები.
გოგი ქუთაისელი
25 იანვარი 2017 12:44
0
კაი ბიჯებია ამატ რო ჯანო სჰუერტდება მერე ნახეტ ტქვეენ:D;D:D
gaga
25 იანვარი 2017 11:14
0
რა უცებ გავიდა დრო,გუშინდელი დღესავით მახსოვს 12 წლის წინანდელი თამაში.3:2 ეს ის იშვიათი შეხვედრაა სადაც ნაკრებმა წაგებული თამაში მოაბრუნა.
qomagi
25 იანვარი 2017 10:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული