იორდანიამ საქართველოსთან 9-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა

AutoSharing Option
იორდანიის ნაკრებმა საქართველოსთან ამხანაგურ მატჩში მოგებით წარუმატებელი სერია დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, 25 იანვარს, დუბაიში მეორე ამხანაგური მატჩი იორდანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

- საქართველოს ნაკრები იორდანიასთან დამარცხდა

აღსანიშნავია, რომ იორდანიას დღევანდელ დღემდე ზედიზედ 9 მატჩში არ ჰქონდა მოგებული. ბოლოს ჩვენმა მეტოქეებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოუგეს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ის უკვე ზედიზედ 6 მატჩია ვერ იგებს. ჩვენმა ნაკრებმა ბოლოს ესპანეთის ნაკრები დაამარცხა (1:0) და ჩატარებულ ბოლო 13 მატჩში ეს ერთადერთი გამარჯვებაა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვისაც არ ეზარება ყველა გვიგებს.ფეხბურთი არის ჩამკვდარი ჩვენთან.ჯერ მოედნები გააკეთონ და ბურთები და ფორმები დაურიგონ ბავშვებს და შედეგი მერე იქნება.
გუჯა
26 იანვარი 2017 17:32
0
დაანებეთ ფეხბურთს და ფეხბურთის დაფინანსებას თავი. მივხედოთ ისეთ სპორტს სადაც რაიმეს თავი გვაქვს
dimi
26 იანვარი 2017 10:32
0
"თუ გინდა გაიგო გამარჯვების გემო - ეთამაშე საქართველოს ნაკრებს!"
eh
26 იანვარი 2017 09:58
0
ჩვენი მისიაა გაჭირვებულებს
სტატისტიკა გამოუსწოროთ!
გია
26 იანვარი 2017 02:42
0
შერგელაშვილი გამორჩეულად თამაშობდა,ამ ბიჭს არ ეზარება არც მუშაობა და არც ხარისხიანად აზროვნება ./არაბული არ იყო, ზივიზვაძემ კი დღეს ვე რივარგა მთალდ დაბნეული იყო ბავშვი...მაგრამ ეს არაფერია კიდევაა საჭირო სეკრება რამდნეიმეჯერ საჭირო და შეთამაშდებიან. დვალისვილი კი ზედმეტია გინდ ამ და გინდ სხვა ნაკრებში.რეალურად აკლდა ნაკრებს ცენტრში დათუნაიშვილი.
Guadua
26 იანვარი 2017 00:37
0
ხომ ვთქვი დავთესოთ ჩვენ სტადიონებზე ტარხუნა და ბახჩეული და ბიზნესი დავატრიალოთ,სარწყავი სისტემა იქ მოგვარებულია
ქუთაისელი
25 იანვარი 2017 21:33
0
ვაცადოთ ბატონო, ვაცადოთ!
ასე, მომავალ მეტოქეებს ჩააძინებს და მერე ერთ თამაშს შემთხვევით მოიგებს (((
ყური მიგდე
25 იანვარი 2017 21:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული