გიორგი ჯიქია: საიდან მოიტანეთ, რომ საქართველოს ნაკრების საკითხი დახურულია?

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა მცველმა გიორგი ჯიქიამ რუსულ "სპორტ ექსპრესს" ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი ჯიქია ამხანაგური მატჩებისთვის რუსეთის ნაკრებში იხმეს და ამას წინათ, მის სანახავად "სპარტაკის" თამაშს რუსეთის ნაკრების მწვრთნელიც დაესწრო. ჯიქიას ხილვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც სურთ და უკვე ისე ჩანდა, თითქოს საკითხი გადაწყვეტილი იყო - ჯიქიას რუსეთის ნაკრებში უნდა ეთამაშა, მაგრამ თავად ფეხბურთელის თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

- ცოტა ხნის წინ საქართველოში იყავი?
- დეკემბერში ვიყავი, ცხოვრებაში პირველად. კარგად მიმიღეს. იმდენი ნათესავი მყავს იქ...
ყველა მოვინახულე. ახალ წლამდე მსურდა დარჩენა, მაგრამ დამირეკეს: სასწრაფოდ მოსკოვშიო. ასე იყო საჭირო. სამედიცინო შემოწმებაზე ჩამოვედი და "სპარტაკთან" კონტრაქტი გავაფორმე, შემდეგ მუზეუმიც დავათვალიერე...

- ქართველებს, ისე, როგორც არავის, შეუძლიათ ადამიანის გადარწმუნება. თქვენს გადარწმუნებასაც ეცადნენ?
- ეროვნულ ნაკრებზე მესაუბრებით? იყო საუბრები. ეს საუბრები დიდი ხნის წინ დაიწყო. გადარწმუნებას აზრი არ აქვს. მოწვევა მაქვს საქართველოდან, მოვწონვარ. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

- ერთი წუთი... საკითხი ხომ უკვე დახურულია?
- საიდან მოიტანეთ, რომ საკითხი დახურულია? ჯერ არა.

- რუსეთის ნაკრებში გამოგიძახეს...
- საკითხი იმ შემთხვევაში დაიხურება, თუ ოფიციალურ მატჩში ვითამაშებ. ჯერ არ დახურულა, ვფიქრობ. მაგრამ ახლა მთელი კონცენტრაცია "სპარტაკზე" მაქვს.

- რამდენიმე წლის წინ რომ შემოეთავაზებინათ შენთვის საქართველოს ნაკრებში თამაში, წამითაც არ დაფიქრდებოდი?
- დიდი ალბათობით, კი. მაგრამ მაშინ არავის ვჭირდებოდი...
მკითხველის კომენტარები / 26 /
ანუ რუსეთის ნაკრებში თუ არ მომიწვევენ, საქართველოში დავლაბორანტდებიო. შენ ის უნდა გადაწყვიტო რუსი ხარ თუ ქართველი და არა იმის მიხედვით თუ სად მიგიწვევენ!
შოთა
17 თებერვალი 2017 13:56
0
ფედერაციის მესვეურები არ ხართ მართლები არანაირად ზესტაფონთან მიმართებაში. იმათმა უმაღლესი ლიგიდან მოკვეთეს გუნდი და თქვენ ფეხბურთიდან კვეთავთ საერთოდ? რას ნიშნავს სიტუაცია ჩიხშია? იმიტომ ზიხართ მანდ რომ გამოსავალი იპოვოთ, ეს თქვენი მოვალეობაა. თუ აღიარებთ რომ არ შეგიძლიათ, მაშინ გადადექით
1
17 თებერვალი 2017 13:48
0
ჭკვიანურად იქცევა, ახლა რომ რუსებს გადაჭრით უთხრას უარი კარიერას დაინგრევს.ნაკრებში მიწვევა მიიღო, მაგრამ არ ამბობს რომ რუსეთი აირჩია. იმედი მაქვს საბოლოოდ საქართველოს აირჩევს
nika
17 თებერვალი 2017 13:45
0
მიხვდა რო რუსეთში არ ათამაშებენ და დაიწყო შემოტენვები უკვე. ამხანაგურებშიც კი ზამენაზე ყავდათ. იმდენს ვერ ტვინავს რო რუსეთი რადენიმე თამაშს ათამაშებს და მერე აღარც გამოიძახებენ. ეს რათქმაუნდა საქართველოში რო არ ითამაშოს იმიტო ხდება. წადი ბიძია არ გვჭირდება შენნაირი ფეხბურთელები საქართველოში, საკუთარ ფესვებს რუსეთის ნაკრებს რო ამჯობინებს.სულ რო არ გვაყვდეს წესიერი ფეხბურთელი, შენნაირი მაინც აღარ გვჭირდება. გადაავლე თვალი სხვა ფეხბურთელები როგორ დაუფიქრებლადდათანხმდნენ აქ თამაშს და იქნებ მიხვდე რას ნიშნავს პატრიოტიზმი.
giga
17 თებერვალი 2017 13:44
0
Au eg tipi magra maxizianebs qec rom airchios saqartvelos nakrebi mainc magrat ar damevaseba aseti chamouyalibebeli kaci arunda iyos is ver gaugia qartveli tu rusi ... am tips lichnat vicnob chemze ukan varjishobda lokomotivshi sufta rusis vania mtlad ro serxio ramosi iyo ujisho rusi ar gvchirdeba nakrebshi...rad axveneb amm xalxs wetrie da imxere rusuli himni,,ar damiblokot ra
Qutaiseli
17 თებერვალი 2017 13:28
0
ძალიან დაიფასა ტავი
ალეკსანდრე
17 თებერვალი 2017 12:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული