საქართველო-ხორვატიის მატჩზე ბილეთები 5-30 ლარი ეღირება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე 26 მარტს დაგეგმილ, საქართველოსა და ხორვატიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასასწრებ ბილეთებზე ინფორმაცია გამოქვეყნდა:

- ვითვალისწინებთ 26 მარტს გასამართი - საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისადმი გულშემატკივართა დიდ დაინტერესებას და დაწვრილებით გაგაცნობთ ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას ბილეთების რაოდენობასთან და გაყიდვასთან დაკავშირებით.

ბილეთების ფასი 5 ლარიდან 30 ლარის ჩათვლითაა. გაყიდვაში იქნება:

5-ლარიანი ბილეთი – 6 514 ცალი

7-ლარიანი ბილეთი – 17 538 ცალი

10-ლარიანი
ბილეთი – 15 735 ცალი

20-ლარიანი ბილეთი – 8 326 ცალი.

რაოდენობრივად ყველაზე ცოტა 30-ლარიანი ბილეთი (დასავლეთი ტრიბუნა, მეორე იარუსი, მე–8 და მე–9 სექტორები) იქნება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელის - რევაზ შენგელიას განცხადებით, ბილეთების გაყიდვა დაიწყება 20 მარტიდან, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის სალაროებში.

სფფ–ს პრესსამსახური






.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ ხალხმა ან კითხვა არ იცის, ან მოგზავნილები არიან... მე გიყიდით 5 ლარიან ბილეთებს მოდით თქვენ ოგონდ.... რა დაგემართათ არ გახსოვთ წინა ფედერაცია რას შვებოდა? ნაკრების თამაშზე ყველაზე იაფიანი 10 ლარი გირდა და 50 ლარამდე ადიოდა... ეხლა 5 და 7 ლარი ღირს და მარტო 30 ლარიანებს უყურებენ, მაიცდამაიც შუაში თუ არ დაჯექი ვერ უყურებთ? როგორ არ მოვა ხალხი მაგის იმედზე ვარ. და ნუ იწყევლებით.
bb king
22:50 12-03-2011
0
მშვენიერი ფასებია, 7 და 10 ლარს თუ ვერ გაიმეტე კაცმა 3 თვეში ერთხელ რაღა პატრიოტობაზე და გვერდში დგომაზეა ლაპარაკი.!!!! ბათუმი თქვენთანააა!!!!!!!!!
BATUMSKI
11:38 17-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული