მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, ვაისმა კი ერთ-ერთ სპორტულ გადაცემაში ამ ვიზიტის მიზეზსა და "სპარტაკის" მცველ გიორგი ჯიქიაზე ისაუბრა.
- აქ ჯანო ანანიძის და საბა კვირკველიას თამაშის სანახავად ჩამოხვედით...
- კი, ასეა. ორშაბათს საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იწყება. დარწმუნებული ვარ, ტრავმის შემდეგ ჯანო კვლავ ათამაშდება. მიხარია, რომ იური სიომინმა შანსი მისცა კვირკველიას და მუდმივი პრაქტიკისთვის
- გიორგი ჯიქია გაინტერესებთ? ეცდებით მის დარწმუნებას, რომ საქართველოს ნაკრებში ითამაშოს?
- რა თქმა უნდა, მის კარიერას ყურადღებით ვაკვირდები. სამწუხაროდ, მას საქართველოს ნაკრებში თამაში ჯერ არ გადაუწყვიტავს, რადგან რუსული პასპორტი აქვს.
მე, როგორც მწვრთნელს, ძალიან მსურს, რომ ჯიქიამ საქართველოს ნაკრების მაისური მოირგოს, რადგან ის ქართველია, მაგრამ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.