მინდა, გიორგი ჯიქიამ საქართველოს ნაკრებში ითამაშოს - ვლადიმირ ვაისი რუსეთშია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი რუსეთშია. სლოვაკი სპეციალისტი რუსეთის ჩემპიონატის მატჩს დაესწრო, სადაც ერთმანეთს ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" და საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" დაუპირისპირდნენ.

მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, ვაისმა კი ერთ-ერთ სპორტულ გადაცემაში ამ ვიზიტის მიზეზსა და "სპარტაკის" მცველ გიორგი ჯიქიაზე ისაუბრა.

- აქ ჯანო ანანიძის და საბა კვირკველიას თამაშის სანახავად ჩამოხვედით...
- კი, ასეა. ორშაბათს საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იწყება. დარწმუნებული ვარ, ტრავმის შემდეგ ჯანო კვლავ ათამაშდება. მიხარია, რომ იური სიომინმა შანსი მისცა კვირკველიას და მუდმივი პრაქტიკისთვის
თავის კლუბში მიიწვია.

- გიორგი ჯიქია გაინტერესებთ? ეცდებით მის დარწმუნებას, რომ საქართველოს ნაკრებში ითამაშოს?
- რა თქმა უნდა, მის კარიერას ყურადღებით ვაკვირდები. სამწუხაროდ, მას საქართველოს ნაკრებში თამაში ჯერ არ გადაუწყვიტავს, რადგან რუსული პასპორტი აქვს.

მე, როგორც მწვრთნელს, ძალიან მსურს, რომ ჯიქიამ საქართველოს ნაკრების მაისური მოირგოს, რადგან ის ქართველია, მაგრამ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
მკითხველის კომენტარები / 14 /
რას ერჩით ჯიქიას,ქართულიც კი არ იცის.თანაც გაისად მსოფლიო ჩემპიონატზეთამაშის პერსპექტივა გააჩნია.სპარტაკშიც ლეგიონერად მომავალში ვერ მოხვდება შემადგენლობაში.
jumber
15:37 20-03-2017
0
ბაჩო გ

და რის საფუძველზე და რაზე დაყრდნობით გამოგაქვთ დასკვნა, რომ მე ჯიქიას განსჯა მაქვს განზრახული? ვერ მივხვდი, მაგრამ ასე არ არის,მერწმუნეთ.
kalebindpavlovi
18:08 19-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული