- მინდა, გიორგი ჯიქიამ საქართველოს ნაკრებში ითამაშოს - ვლადიმირ ვაისი რუსეთშია
მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი, როგორც ჩანს, რუსული მედიისთვის საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. თამაშამდე ვაისი ერთ-ერთ ტელევიზიაში მიიწვიეს, სადაც გიორგი ჯიქიაზეც ისაუბრა, მატჩის შემდეგ კი ნაკრების მწვრთნელი რადიო "სპორტ ფმ"-ის სტუმარი იყო.
"მოსკოვში სპეციალურად ჯანო ანანიძისა და საბა კვირკველიას თამაშის სანახავად ჩამოვედი.
ანანიძემ "სპარტაკში" ფორვარდის უკან ითამაშა. ჩემი აზრით, ეს მისი საუკეთესო პოზიცია არაა. მე მას სხვაგან - ფლანგზე ან ნახევარდაცვის სიღრმეში ვხედავ.
მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელ იური სიომინს იმისთვის, რომ "რუბინიდან" კვირკველია წამოიყვანა და მას შანსი მისცა", - თქვა ვაისმა.
ეს გუნდი ათამაშე ვაისს