საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთთან ოფიციალური მატჩის მზადების ფარგლებში, 22 მარტს "დინამო არენაზე" ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელების გადაწყვეტილებით ოთარ კიტეიშვილმა ისლანდიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მატჩის დასრულების შემდეგ კი ისლანდიასთან პირველი გოლის ავტორი - ოთარ კიტეიშვილი კვლავ ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა.

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული ნაკრები 23 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს. აკრედიტებულ მედია საშუალებებს ვარჯიშის გადაღების საშუალება საწყისი 15 წუთის განმავლობაში ექნებათ.

საქართველოსა და სერბეთის საფეხბურთო დაპირისპირება,
24 მარტს "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ-რეჟიმში TKT.Ge-ზე და "დინამო არენას" სალაროებში შეგიძლიათ. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ივარჯიშეს თორე ... :D
R1valdo
02:18 23-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული