![](https://sportall.ge/pictures/image31/9e42bd943638dbe0e1f1a7f16c136b35.jpg)
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის საქართველო-სერბეთის ბილეთის გაყიდვა ონლაინრეჟიმში, ბმულზე - www.tkt.ge/geovsrb და "დინამო არენის" სალაროებში მიმდინარეობს. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.
ბილეთების ონლაინრეჟიმში ყიდვის შემთხვევაში www.tkt.ge/geovsrb გულშემატკივარს საქართველო-ლატვიის ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთი საჩუქრად გადაეცემა. საჩუქარს გულშემატკივრები ელექტრონული ფოსტის საშუალებით, 25 მარტს მიიღებენ.
24 მარტს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სერბეთის ეროვნულ ნაკრებს
შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით